დონის როსტოვის გიმნაზია № 36

გიმნაზია № 36 (რუს. Гимназия № 36) — მუნიციპალური ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულება დონის როსტოვში. ნაგებობა ააგეს 1915 წელს მოდერნის სტილში[1] არქიტექტორ პ. ლიუბიმოვის პროექტის მიხედვით[2]. გიმნაზიის შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

გიმნაზია № 36
რუს. Гимназия № 36
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
არქიტექტორი პ. ლიუბიმოვი
გახსნის თარიღი 1915
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100022000

ისტორია რედაქტირება

 
გიმნაზიის შენობა ძველი სახით.

1906 წელს სახელმწიფო მრჩეველმა ნიკოლაი სტეფანოვმა როსტოვში გახსნა ოთხკლასიანი ვაჟთა გიმნაზია. თავდაპირველად იგი განთავსებული იყო ყოფილ საბავშვო სახლში, რამდენიმე წლის შემდეგ კი სტეფანოვმა გადაწყვიტა გიმნაზიისათვის აეშენებინა ახალი შენობა[2]. გიმნაზიის ახალი შენობა ააგეს 1915 წელს როსტოველი არქიტექტორის პ. ლიუბომოვის პროექტის მიხედვით. გიმნაზიაში ღებულობდნენ 14-15 წლიდან. სწავლის გადასახადი მოსამზადებელ კლასში იყო 100 რუბლი, ხოლო პირველ კლასში - 130 რუბლი. 1916 წლიდან გიმნაზიაში სწავლა შეეძლოთ, როგორც ბიჭებს, ასევე გოგონებსაც[2].

რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდში გიმნაზია მოქმედი იყო. 1920 წელს იგი გადააკეთეს № 95 პირველი დონის დაწყებით სასწავლებლად. 1922 წელს მის ბაზაზე გაიხსნა ტროცკის სახელობის № 24 სკოლა პირველი და მეორე საფეხურისათვის. 1926 წლიდან ეს არის ტროცკის სახელობის № 5 შვიდწლიანი სკოლა. 1938 წლიდან კი მას ეწოდება გორკის სახელობის № 36 საშუალო სკოლა. 1962 წელს სკოლაში რამდენიმე საგანი ინგლისურ ენაზე ისწავლებოდა. 1997 წელს სკოლას ეწოდა გიმნაზია № 36[3].

2007 წელს სკოლა გახდა კონკურს „რუსეთის საუკეთესო სკოლის“ ლაურეატი[4].

არქიტექტურა რედაქტირება

აგურის სამსართულიანი შენობა აგებულია მოდერნის სტილში. მდებარეობს გორკის ქუჩისა და სობორნის შესახვევის კუთხეში. მას აქვს დაგეგმარების რთული კონფიგურაცია.

2011 წლის 1 სექტემბერს შესასვლელის წინ გაიხსნა ძეგლი „ბიჭი გლობუსზე“[5].

ცნობილი მოსწავლეები რედაქტირება

  • ალექსანდრ მინცი — რადიოტექნიკოსი, გიმნაზიაში სწავლობდა 1908-1916 წწ. მისი პატივისცემის ნიშნად 1977 წელს დაკიდეს მემორიალური დაფა[1].
  • ვლადიმირ რინძიუნი — მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, ცნობილია ფსევდონიმით ა. ვეტულგინი. გიმნაზიაში სწავლობდა 1906-1914 წლებში. დაჯილდოებულია ოქროს მედლით[6].

ლიტერატურა რედაქტირება

  • Весь Ростов и Нахичевань-на-Дону. 1914.. — Харьков, 1914
  • Вся Донская область и Северный кавказ на 1908 г.. — Ростов-н/Д, 1908
  • Гегузин И. Страницы ростовской летописи. — Ростов-н/Д, 1983
  • Чеботарев Г. А. Ростов. Нахичевань-на-Дону. Справочная книжка. — Ростов-н/Д, 1911—1912

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Шулепова Э. А. Материалы свода памятников истории и культуры РСФСР. Ростовская область.. — М.: Изд-во НИИ культуры, 1990. — С. 23.
  2. 2.0 2.1 2.2 100 лет ростовской гимназии N 36. rostovnews.net (2011-08-31). ციტირების თარიღი: 2013-08-19.
  3. История. Официальный сайт гимназии № 36. ციტირების თარიღი: 2013-08-19.
  4. Лауреаты, 2007 год დაარქივებული 2014-02-02 საიტზე Wayback Machine. на сайте конкурса «Лучшие школы России»
  5. Девочка на шаре, а мальчик — на глобусе. В Ростове. rostovnews.net (2011-08-31). ციტირების თარიღი: 2013-08-19.
  6. Министерство народного просвещения, Аттестат зрелости (копия), Архив Московского университета, личное дело студента, стр.1-3