პირველი საბჭოთა ელმავალი

ძეგლები

პირველი საბჭოთა ელმავალი — ისტორიული ძეგლი ქალაქ ხაშურის რკინიგზის სადგურის დასავლეთით, ქვით მოპირკეთებულ კვარცხლბეკზე, დამზადდა 1932 წელს. იგი მოსკოვის კიროვის სახელოსნო ქარხანა „დინამოსა“ და ქალაქ კოლომნის კუიბეშევის სახელოსნო ქარხნის მუშებმა და ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა მიუძღვნეს დიდი ოქტომბრის რევოლუციის XV წლისთავს. ელმავალი ამიერკავკასიის რკინიგზის პარკში 1933 წლის მაისში ჩაირიცხა. ჩამოიწერა 1972 წლის 23 ნოემბერს. წონა 11 ტონა, მაქსიმალური სიჩქარე 85 კმ/სთ. ელმავალს აქვს მემორიალური დაფა რუსულ ენაზე. 1935 წლის 16 ივნისს პირველმა საბჭოთა ელმავალმა თბილისიდან წაიყვანა სახალხო მატარებელი №52, რომელიც ხაშურში გრაფიკით დადგენილ დროზე ადრე ჩავიდა.

ლიტერატურა

რედაქტირება