პირველი ნაბიჯი (ჟურნალი)

„პირველი ნაბიჯი“ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური და ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1917–1918 წლებში; № 3-დან — გამოცემა მიზმად ისახავდა მუშათა კლასის ინტერესების დაცვას, მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გათვითცნობიერებას. იბეჭდებოდა მრავალფეროვანი მასალა: „ომი და რევოლუცია“, „მუშათა პრესა“, „რუსეთის დიდი რევოლუცია“, „რევოლუცია ჩვენში“ და სხვა. თანამშრომლობდნენ ი. ყაჭეიშვილი, ს. ირემაშვილი, რ. ჯიბლაძე, ს. კალანდაძე, ს. აბაშელი, დ. თურდოსპირელი, ს. თავაძე, ვ. მიქაძე, გ. კვარაცხელია და სხვები. რედაქტორ-გამომცემელი — ა. მეტრეველი, შემდეგ — სარედაქციო კოლეგია.

ლიტერატურა

რედაქტირება