პირდირექი (აზერ. Pirdirəyi) — აზერბაიჯანში, ქალაქ შემახის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მთა, გიულისტანის ციხის ნანგრევების აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 1049.4 მ[1] და 350 მ — ქალაქის დონეზე.[2]

პირდირექი
მთის ხედი გიულისტანის ციხე-სიმაგრიდან
მთის ხედი გიულისტანის ციხე-სიმაგრიდან
კოორდინატები: 40°39′16″ ჩ. გ. 48°37′40″ ა. გ. / 40.65444° ჩ. გ. 48.62778° ა. გ. / 40.65444; 48.62778
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
სიმაღლე 1049,4 
მთის მასივი კავკასიონი
ქედი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი
პირდირექი — აზერბაიჯანი
პირდირექი

X საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც შემახა იყო შირვან-შაჰების დედაქალაქი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი შირვანში, პირდირექის მთის თავზე განლაგებული იყო „სადღესასწაულო“ საკურთხეველი, რომელიც დამახასიათებელია ამ დროის აზერბაიჯანისათვის.[2]

არქეოლოგიური კვლევები

რედაქტირება

არქეოლოგიური კვლევის მასალები მთის ქვედა ნაწილში ასახავს ამ ტერიტორიის ისტორიას შუა საუკუნეების დასაწყისამდე. არქეოლოგიური გათხრების შედეგად პირდირექის მთის აღმოსავლეთით იპოვეს თიხის ჭურჭელის მრავალი ფრაგმენტი, რომლებიც დამახასიათებელია ადრეული შუა საუკუნეების პერიოდისათვის. ეს აღმოჩენები, ისტორიკოსი სარა აშურბებლის თქმით, მიეკუთვნება შემახას მახლობლად ერთ-ერთ დიდ დასახლებას.[2]

ასე რომ, 1967 წელს მთის ძირში, არქეოლოგებმა შეაგროვეს ხელით ნაკეთი თიხის ჭურჭლის (თვალშისაცემი სახელურებით) ფრაგმენტები დიდი რაოდენობით. ასევე აღმოაჩინეს ქვის იარაღები, რომლებიც გამოიყენებოდა მარცვლეულობის დასაფრქვავად და ყურძნის საწნახელები. ეს შედეგები მიუთითებს წარმოების ტექნიკის შემცირებაზე, რაც ადრეული შუა საუკუნეებისათვის არის დამახასიათებელი. არქეოლოგ გუსეინ ჯიდის, ეს კლება უკავშირდება როგორც გარე ფაქტორებს, როგორიცაა ომები ბიზანტიას, ხაზარებსა და სასანიდურ იმპერიებს შორის, ასევე შიდა ფაქტორებს, როგორიცაა ფეოდალური საზოგადოების ფორმირება.

შემახის ჩრდილოეთით 1 კმ-ზე მდებარე პირდირექის დასახლება, მდიდარია მტკვარ-არაქსის კულტურის ისტორიული ნიმუშებით. 1970 წლის არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამ ტერიტორიაზე ნაპოვნი იქნა სოფლის მეურნეობის პროდუქტების დასამუშავებელი იარაღები, კერის ნალის ფრაგმენტები და კერამიკული ჭურჭელი, მათ შორის კრამიტებიც. შეგროვებული კერამიკის ნიმუშებში ასევე არის შეღებილი ნაკეთობებიც.[3]

არქეოლოგ იდეალ ნარიმანოვის თქმით, პირდირექის დასახლება ერთ-ერთი პირველი დასახლებებაა მტკვარ-არაქსის კულტურაში.

  1. Топографическая карта К-39-122, Шемаха, 1985.
  2. 2.0 2.1 2.2 Сара Ашурбейли. Государство Ширваншахов. Элм. 1983/ 341
  3. Поселения Пирдереки и Девечи. Археологические открытия 1970 года. Наука. 1971. 392