პიპრისებრნი, მანაკინისებრნი (ლათ. Pipridae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. ოჯახში 21 გვარის 61 სახეობაა. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში. მათი სხეულის სიგრძე 8-16 სმ, მასა 7-40 გ აღწევს. ბინადრობენ ხშირ ბუჩქნარებში. ბუდეს აკეთებენ ხეებზე. გამრავლების პერიოდში მამლები ტიხტიხებენ. დედალი დებს 2 კვერცხს. იკვებებიან მწერებით, მცენარეული საკვებით (კენკრა, პატარ-პატარა ნაყოფები).

პიპრისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Pipridae

ლიტერატურა

რედაქტირება