პეტრე ზახაროვ-ჩეჩენეცი

ჩეჩნური წარმოშობის რუსი მხატვარი.
(გადამისამართდა გვერდიდან პიოტრ ზახაროვ-ჩეჩენეცი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პეტრე ზახაროვ-ჩეჩენეცი (რუს. Пётр Заха́рович Заха́ров-Чече́нец; დ. 1816 – გ. 1846) — ჩეჩნური წარმოშობის რუსი მხატვარი. ითვლება, რომ ის მე -19 საუკუნეში ჩეჩნური წარმოშობის ერთადერთი მხატვარი იყო.

პეტრე ზახაროვ-ჩეჩენეცი

ავტოპორტრეტი (1830-იანები)
დაიბადა 18 სექტემბერი, 1816(1816-09-18)[1]
დაბადების ადგილი Q4153996?
გარდაიცვალა 15 სექტემბერი, 1846(1846-09-15)[1] (29 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
ჟანრი პორტრეტი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

1819 წელს, კავკასიის ომის დროს, რუსულმა ჯარებმა ჩეჩნეთში, დადი-იურტაში იპოვნეს მკვდარი ქალი და მომაკვდავი დაჭრილი სამი წლის ბავშვი. რუსეთის არმიის მთავარსარდალმა ალექსი ერმოლოვმა დაავალა სამხედრო ექიმებს, ყველაფერი გაეკეთებინათ ამ ბავშვის გადასარჩენად, მიუხედავად ყველა სამედიცინო რჩევისა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, ბავშვი გადარჩა. ბავშვი მეძუძურად გადაეცა კაზაკ ზაქარ ნედონოსოვს. ამ კაზაკის სახელიდან გამომდინარე, ბავშვმა მიიღო თავისი გვარი და სახელი. მოგვიანებით პეტრემ თავისი ეთნიკური იდენტურობის წარმოსაჩენად დაურთო სიტყვა ჩეჩენეცი მის გვარს.

შვიდი წლის ასაკში პიოტრი იშვილა გენერალ-მაიორმა პიოტრ ერმოლოვმა, საქართველოს გრენადირების პოლკის მეთაურმა და ალექსი ერმოლოვის ბიძაშვილმა. პეტრე ერმოლოვს ძალიან მოსწონდა ზახაროვი და, მიუხედავად იმისა, რომ შვიდი საკუთარი შვილი ჰყავდა, მას საკუთარი შვილივით ზრდიდა. [2]

ბიჭმა მხატვრობის ნიჭი გამოავლინა და პეტრე ერმოლოვმა სცადა მისი გაგზავნა სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ აკადემიის პრეზიდენტმა ალექსეი ოლენინმა განაცხადა, რომ 10 წლის ბიჭი ძალიან ახალგაზრდა იყო აკადემიაში სწავლისთვის და მას კერძო მასწავლებლის არჩევა ურჩია. ასე რომ, ბიჭმა გაკვეთილები მიიღო პორტრეტისტის ლევ ვოლკოვისგან.

საბოლოოდ, 17 წლის ასაკში, ზახაროვი აკადემიაში შევიდა. მან დაამთავრა 1835 წელს და თავისუფალი ხელოვანის დიპლომი აიღო. მან სტიპენდია მოიპოვა, რის გამოც იტალიაში სწავლის გაგრძელება ურჩიეს. მოგზაურობა შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო როგორც მისი მხატვრული ზრდისთვის, ასევე ჯანმრთელობისთვის (პიოტრს ტუბერკულოზის ნიშნები აღმოაჩნდა). მისი სახელი გადახაზული რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I- ის სტიპენდიის სიაში, რაც ამტკიცებდა, რომ ერივნული უმცირესობების წარმომადგენლებს სტიპენდიით სარგებლობა არ შეეძლოთ. ამას მორიგი უბედურება მოჰყვა, ზახაროვ-ჩეჩენცის მასწავლებელმა, ლევ ვოლკოვმა უარი თქვა მისთვის ქალიშვილის მითხოვებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ. ამის ნაცვლად, ვოლკოვმა ქალიშვილი კავკასიაში ნათესავებთან გაგზავნა.

ზახაროვი მალე მოდური პორტრეტისტი გახდა. მის კლიენტებს შორის იყო ნიკოლოზ I საყვარელი ქალიშვილი, დიდი ჰერცოგინია მარია ნიკოლაევნა და მისი მომავალი მეუღლე მაქსიმილიანი, ლეიხტენბერგის ჰერცოგი. 1837 წელს იგი შეიყვანეს სახელმწიფო სამსახურში, როგორც სამხედრო დეპარტამენტის მხატვარი. 1842 წელს ალექსეი პეტროვიჩ იერმოლოვის პორტრეტმა მას კვალიფიკაცია მიანიჭა და გახდა სამხატვრო აკადემიის წევრი.[3]

1846 წლის 14 იანვარს ზახაროვი დაქორწინდა, მაგრამ მისი ბედნიერება ხანმოკლე იყო. 1846 წლის 13 ივნისს მისი ცოლი გარდაიცვალა ტუბერკულოზის დიაგნოზით. რამდენიმე თვის შემდეგ ზახაროვი იმავე დაავადების გამო გარდაიცვალა.[4]

ზახაროვი-ჩეჩენიცის მრავალი ნამუშევარი ინახება ტრეტიაკოვის გალერეასა და რუსეთის მუზეუმში. გროზნოში, ჩეჩნეთის დედაქალაქ ხელოვნების მუზეუმში ასევე განთავსებულია მისი მრავალი ნამუშევარი. მათ შორისაა მისი ავტოპორტრეტიც. 1995 წელს ჩეჩნეთის პირველი ომის დროს გროზნოს მუზეუმი ძლიერ დაზიანდა და ნახატები განადგურდა. 1995 წელს, მისი ნახატები აღადგინეს და ამჟამად გრაბარის აღდგენით ცენტრში, მოსკოვში ინახება.[5]

შემოქმედება

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 http://stavkniga-ru.1gb.ru/date2021/
  2. Biography of famous Chechens Archived 2007-04-05 at the Wayback Machine (in Russian)
  3. Zakharov-Chechenets article on the Chechen Cultural Figures site
  4. Article P.Zakharov on the Russian History in the mirror of visual arts site Archived 2007-02-27 at the Wayback Machine (in Russian)
  5. Grozny Art Museum Archived 2007-04-25 at the Wayback Machine (in Russian)