პინტურასის ხეობა
პინტურასის ხეობა (ესპ. Cañadón Río Pinturas) — ხეობა არგენტინაში. მდებარეობს 160 კმ მანძილზე ქალაქ პერიტო-მორენოდან. ხეობაში მდებარეობს არგენტინაში და მთელ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ხელების გამოქვაბული კუევა-დე-ლას-მანოსი, უძველესი კლდეში ნაკვეთი ხელოვნების ნიმუში, რომელიც თარიღდება ძვ. წ. IX ათასწლეულით. ხეობაში გადის მდინარე პინტურასი.