პილოტი (საიდუმლო მასალები)
პილოტი — ამერიკული ზებუნებრივი და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალ საიდუმლო მასალების პირველი, საცდელი ეპიზოდი, რომელიც ეთერში გავიდა 1993 წლის 10 სექტემბერს.
„პილოტი“ | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
საიდუმლო მასალები -ს ეპიზოდი | |||||||
ეპიზოდის ნომ. | ეპიზოდი 1 | ||||||
სცენარი | კრის კარტერი | ||||||
რეჟისორი | რობერტ მენდელი | ||||||
მოწვეული მსახიობები | ჩარლს ჩოფი, კლიფ დე იანგი, სარა კოსკოვი, ლეონ რასომი | ||||||
მუსიკა | მარკ სნოუ | ||||||
კოდი | 01-101 | ||||||
ეთერი | 10 სექტემბერი, 1993 | ||||||
|
სიუჟეტი
რედაქტირებასპეციალური აგენტი დანა სკალი, ფგბ-ს აკადემიის ლექტორი ვირჯინიას შტატში, სკოტ ბლევისისგან იღებს ინსტრუქციას - თვალი ადევნოს აგენტ ფოქს მალდერის გამოძიებებს პროექტის საიდუმლო მასალები ფარგლებში. პირველივე საქმე, რომელსაც იძიებს ორი აგენტი, ეხება მკვლელობების მსხვერპლების სხეულებზე ორ უცნაურ წერტილს.
მალდერი და სკალი მიემგზავრებიან ბელფლურში, ორეგონის შტატში, რათა გამოიძიონ კერენ სვენსონის დაღუპვა. აგენტები პოულობენ რეი სომესის, კერენის თანაკლასელის საფლავს, მაგრამ კუბოში აღმოჩნდება ჰუმანოიდის გვამი. შემდგომში დადგინდება, რომ ეს ორანგუტანგის გვამია, ხოლო რენტგენი აჩვენებს ლითონის ობიექტის, ჩამონტაჟებულს არსების ცხვირში. მალდერი და სკალი დაინტერესდებიან ბილი მაილზითა და პეგი ო'დელით (სვენსონისა და სომესის თანაკლასელებით), რომლებიც მოხვდნენ ავტოკატასტროფაში და იმ დღიდან ჰოსპიტალში იმყოფებიან. მაილზი პარალიზებულია, ვერ საუბრობს და ვერ მოძრაობს. ო'დელი მიჯაჭვულია ინვალიდის სავარძელზე. სკალისა და მალდერის თანდასწრებით ო'დელს მოიცავს ისტერიკა და ამ დროს აღმოაჩნდება ორი უცნაური წერტილი. კერენის დაღუპვის ადგილის ძიებისას დეტექტივი ამცნობს აგენტებს, რომ მათ შეუკვეთა ადგილი მოტელში.
გზად მოტელში მათ უცნაური ამბავი გადახდებათ - ციდან მკვეთრი ნათება მოიცავს, რომელიც ავტომანქანის პარალიზებას იწვევს. ნათების გაქრობის შემდეგ მალდერი ამჩნევს, რომ გავიდა 9 წუთი. მოტელში იგი მოუთხრობს სკალის, რომ მისი დაინტერესება პარანორმალური მოვლენებით მომდინარეობს ბავშვობიდან, როდესაც მისი და, სამანტა, გატაცებული იქნა, სანამ მას თავად ეძინა. მალდერი ამბობს, რომ არაფერი ახსოვდა ამ პერიოდიდან და რეგრესიული ჰიპნოზის საშუალებით გაიხსენა მცირე დეტალები. ანონიმური ზარებით აგენტებს ამცნობენ, რომ პეგი ო'დელი დაიღუპა, როდესაც მირბოდა შოსეზე. ინციდენტის გამოძიებისას აღმოჩნდება, რომ მისი გვამის ეკსგუმაციის ყველა დასკვნა გამქრალია. აგენტები ბრუნდებიან მოტელში, სადაც უეცრად ხანძარი იწყება. სკალის პორტატული კომპიუტერი და ყველა მტკიცება განადგურებულია. აგენტები დაადგენენ, რომ მათ ურეკავდა ტერეზა ნემანი, იმ ექიმის ქალიშვილი, რომელმაც პირველმა გამოიკვლია გვამები. ტერეზა აღიარებს, რომ ასევე აქვს წითელი წერტილები კანზე და იხსენებს მკვეთრ ნათებას, რომელიც იხილა მეგობრებთან, ბილი მაილზთნა და პეგი ო'დელთან ერთად. მალდერის ვარაუდით, ბილი მაილზი არაადამიანური ძალის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. მისივე თქმით, ბილიმ მოკლა პეგი ო'დელი. აგენტები ბრუნდებიან ტყეში, რათა მტკიცებები შეაგროვონ. დეტექტივი მაილზი ცდილობს მათ შეჩერებას და მალდერი თავად ხედავს, რომ ბილის მიაქვს ტერეზას სხეული იქ, სადაც სხვა გვამები იქნა ნაპოვნი. უეცრად ბილის თავზე ნათება ჩნდება. შემდეგ, როდესაც იგი ქრება, ბილი ტერეზას თავზე დგას და არ ახსოვს, როგორ მოხვდა აქ. კანიდან გამქრალია ორი წერტილიც.
ვაშინგტონში დაბრუნებისას, სკალი წერს თავის დასკვნას. უცნაურია, მაგრამ ლითონის ობიექტი, რომელიც ამოღებული იქნა გვამიდან, არ განადგურდა ყველა დანარჩენ მტკიცებასთან ერთად. სკალიმ შეინახა იგი, როგორც მომხდარის ერთად-ერთი ფიზიკური მტკიცება. ლითონის ობიექტი გადაეცა პერსონაჟს, რომელიც შემდეგ სერიებში ცნობილია მწეველის სახელით. იგი ინახავს ამ მტკიცებას სხვა მსგავსი ობიექტების საწყობში, რომელიც პენტაგონის შენობაშია განლაგებული.