პიეტრო დ’აბანო (დ. 1250 — გ. 1316) — იტალიელი ექიმი, ფილოსოფოსი, ასტროლოგი. დაიბადა აბანო-ტერმეში ქალაქ პადუასთან ახლოს. ასწავლიდა მედიცინას პადუას უნივერსიტეტში. როგორც ნეოპლატონიკოსი და ავეროესის მიმდევარი დააპატიმრა ინკვიზიციამ და პადუას ციხეში გამოამწყვდია. პატიმარი საგამოძიებო პროცესის დამთავრებამდე ციხეშივე გარდაიცვალა 1316 წელს.

პიეტრო დ’აბანო

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 1, გვ. 46, თბ., 2007