პიეტრო დონ ავიტაბილე

პიეტრო დონ ავიტაბილეXVIII საუკუნის იტალიელი მისიონერი. თეატინელი ბერი, 1626–1632 წლებში სათავეში ედგა თეატინელთა ორდენის მისიას საქართველოში. მისიის საქმეებთან დაკავშირებით 1631–1632 წლებს რომში გაემგზავრა და პაპს ვრცელი მოხსენებითი ბარათი წარუდგინა საქართველოს იმდროინდელი შინაპოლიტიკური და სარწმუნეობრივი მდგომარეობის შესახებ. მოხსენებაში აღწერილია თეიმურაზ I–ის აგრეთვე იმამყული-ხანისა და დაუდ-ხანის (გვარად უნდილაძეების) მოღვაწეობა. 1638 წლიდან ავიტაბილე საქართველოდან ინდოეთს გადავიდა, სადაც მას მისიონერულ მოღვაწეობაში ეხმარებოდა გორელი ქართველი კათოლიკე ნასყიდა, ანდრიად წოდებული.

ლიტერატურა რედაქტირება