ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პიერ კურტადი (ფრანგ. Pierre Courtade; დ. 3 იანვარი, 1915 — გ. 14 მაისი, 1963) — ფრანგი ნოველისტი და ჟურნალისტი.

პიერ კურტადი
ფრანგ. Pierre Courtade
დაბადების თარიღი 3 იანვარი, 1915(1915-01-03)[1] ან 3 მარტი, 1915(1915-03-03)[2]
დაბადების ადგილი ბანიერ-დე-ბიგორი[3]
გარდაცვალების თარიღი 14 მაისი, 1963(1963-05-14)[3] [1] [2] (48 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[3]
საქმიანობა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, მწერალი[2] და ფრანგული წინააღმდეგობის მებრძოლი
მოქალაქეობა საფრანგეთი

ბიოგრაფია

რედაქტირება

პიერ კურტადი დაიბადა 1915 წელს პირინეებში. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო „წინააღმდეგობის“ პერიოდში და გამოსცა მოთხრობების კრებული „გარემოებანი“. ოკუპაციის წლებში რედაქტორობდა „წინააღმდეგობის“ საინფორმაციო ბიულეტენს; 1946 წლიდან გაზეთ „ლ'უმანიტეში“ მუშაობდა და საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ სტატიებს ბეჭდავდა.

1949 წელს გამოაქვეყნა ფილოსოფიური რომანი „ელსენერი“, რომელიც ნაწილობრივ ეგზისტენციალისტური მოდის წინააღმდეგ არის მიმართული. რომანი-რეეპორტაჟი „ჯიმი“ ეხება ამერიკელთა მოქმედებას საფრანგეთის მიწა-წყალზე ომის შემდგომ პერიოდში, ხოლო „შავი მდინარე“ — ვიეტნამის ბრძოლებს. 1956 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული „უზენასი ცხოველები“. უკანასკნელ რომანში „წითელი მოედანი“ მოცემულია კომუნისტის რთული სახე და დოგმანტიზმის კრიტიკა. 1960 წლიდან პიერ კურტადი გაზეღ „ლ'უმანიტეს“ კორესპონდენტად მუშაობდა სსრკ-ში.

პიერ კურტადი გარდაიცვალა 1963 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პიერ_კურტადი“-დან