პეტ ბენატარი
პატრიცია მეი ჟირალდო, პროფესიონალურად ცნობილი როგორც პეტ ბენატარი (ინგლ. Brandi Marie Carlile; დ. 1953 წლის 10 იანვარი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი როკ მომღერალი და სიმღერების ავტორი. მის დისკოგრაფიაში შედის ორი მრავალი პლატინის ალბომი, ხუთი პლატინის ალბომი და 15 ბილბორდის ტოპ 40 სინგლი. მას გაყიდული აქვს 35 მილიონზე მეტი ალბომი მთელ მსოფლიოში. ის ასევე არის გრემის ჯილდოს ოთხგზის მფლობელი. ბენატარი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 2022 წლის ნოემბერში შეიყვანეს.
პეტ ბენატარი | |
---|---|
ინგლ. Brandi Marie Carlile | |
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | პატრიცია მეი ჟირალდო |
დაბ. თარიღი | 10 იანვარი, 1953 |
დაბ. ადგილი | ბრუკლინი |
წარმოშობა | ნიუ-იორკი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | როკ-მუსიკა |
აქტიური | 1972 - დღემდე |
საიტი | benatargiraldo.com |
პეტ ბენატარი ვიკისაწყობში |
ცხოვრება
რედაქტირებაპეტ ბენატარი დაიბადა 1953 წლის 10 იანვარს გრინპოინტში, ბრუკლინი, ნიუ-იორკი. მუსიკოსის მამა წარმოშობით პოლონელია, დედა კი გერმანული, ინგლისური და ირლანდიური წარმოშობის.[1]
იგი პატარაობიდანვე დაინტერესებული იყო თეატრით და დაიწყო ვოკალის გაკვეთილებზე სიარული. მან პირველად კონცერტზე რვა წლის ასაკში იმღერა. ის აპირებდა ჯულიარდის სკოლაში სწავლას, მაგრამ ამის ნაცვლად გადაწყვიტა სტონი ბრუკის უნივერსიტეტში ჩაებარებინა მედიცინის ფაკულტეტზე. 19 წლის ასაკში მან მიატოვა სწავლა და ცოლად გაჰყვა თავის პირველ ქმარს, დენის ბენატარს.[2][3]
კარიერა
რედაქტირებაბენატარმა სამსახური მიატოვა, რათა მომღერლის კარიერა გაეგრძელებინა. ის მომღერლად და მიმტანად მუშაობდა ღამის კლუბში სახელად Roaring Twenties.[4] Roaring Twenties-ში იგი შეხვდა და ჩამოაყალიბა დუეტი პიანისტ ფილ კოქსონთან ერთად. მალე დუეტს სხვა მუსიკოსებიც შეუერთდნენ და შეიკრა ათკაციანი ლაუნჯ ჯგუფი, სახელად Coxon's Army. ჯგუფმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. ამ პერიოდში გამოვიდა ბენატარის პირველი სინგლი „Day Gig" (1974).
მან 1979 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი, In the Heat of the Night, რომელსაც კომერციული წარმატება ხვდა წილად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში, სადაც ალბომების ჩარტში მე-3 ადგილზე გავიდა.[5][6] მუსიკოსმა ალბომიდან გამოუშვა ორი სინგლი: „Heartbreaker" და „We Live for Love",[7] ეს უკანასკნელი კი დაწერილია მუსიკოსის წამყვანი გიტარისტისა და მეუღლის, ნილ გირალდოს მიერ. მაიკ ჩეპმენი იყო ალბომში შემავალი სამი ტრეკის პროდიუსერი, დანარჩენს კი პროდიუსერი პიტერ კოულმანი კურირებდა. გარდა ამისა, ჩეპმენმა და ნიკი ჩინმა, დაწერეს სამი სიმღერა ალბომისთვის: „In the Heat of Night", „If You Think You Know How to Love Me" და „No You Don't". ალბომში ასევე იყო როჯერ კაპსის მიერ დაწერილი ორი სიმღერა; „I Need a Lover" და „Don't Let It Show".
მუსიკოსის მეორე ალბომი, Crimes of Passion, არის მისი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი, რომელიც გავიდა მე-2 ადგილზე ჩრდილოეთ ამერიკასა და საფრანგეთში, სადაც მოიპოვა ოთხმაგი პლატინის სერტიფიკატი. ბენატარის სინგლი „Hit Me with Your Best Shot" მოხვდა სინგლების ჩარტის ტოპ 10-ში აშშ-სა და კანადაში და ითვლება მუსიკოსის ყველაზე ცნობილ და წარმატებულ სიმღერად. Crimes of Passion-დან მუსიკოსმა გამოუშვა სხვა სინგლებიც: „Treat Me Right" და „You Better Run“. Crimes of Passion დარჩა აშშ-ის ალბომების ჩარტში 93 კვირის განმავლობაში და ტოპ 10-ში ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. 1980 წლის ოქტომბერში ის მომავალ ქმართან, ნილ გირალდოსთან, ერთად გამოჩნდა ჟურნალ Rolling Stone-ის გარეკანზე. ალბომს მიენიჭა ხუთმაგი პლატინის სერტიფიკატი კანადაში და არის მუსიკოსის ყველაზე გაყიდვადი ალბომი ამ ქვეყანაში. მუსიკოსის მესამე ალბომი, Precious Time (1981), კომერციულად წარმატებული გამოდგა. იგი მოხვდა აშშ-ის ალბომების ჩარტში და გახდა მისი პირველი ტოპ 10 ალბომი ავსტრალიაში. მისი სინგლი „Fire and Ice" შეერთებულ შტატებსა და კანადაში წამყვან ჩარტებში მოხვდა.
1982 წელს მუსიკოსმა გამოუშვა მეოთხე სტუდიური ალბომი „Get Nervous“. ის მე-4 ადგილზე გავიდა აშშ-ის ბილბორდ 200-ის ჩარტში.[8] 1984 წლის აგვისტოში ბენატარმა გამოუშვა თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი, Tropico, რომელსაც ისეთი კომერციული წარმატება არ ხვდა წილად, როგორც მუსიკოსის წინა ალბომებს.
1985 წელს მან გამოუშვა თავისი რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი Seven the Hard Way. იგი მოხვდა აშშ-ის ალბომების ჩარტის ტოპ 10-ში. ალბომში შემავალი სინგლი „Invincible" გრემის ჯილდოზე იყო ნომინირებული. 1988 წლის ივლისში ბენატარმა გამოუშვა მეშვიდე სტუდიური ალბომი, Wide Awake in Dreamland. ის გავიდა მე-11 ადგილზე დიდ ბრიტანეთსა და კანადაში.[9]
მუსიკოსს სულ გამოშვებული აქვს თორმეტი სტუდიური ალბომი. 2022 წელს მუსიკოსი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.[10][11][12]
დისკოგრაფია
რედაქტირება- In the Heat of the Night (1979)
- Crimes of Passion (1980)
- Precious Time (1981)
- Get Nervous (1982)
- Live from Earth (1983)
- Tropico (1984)
- Seven the Hard Way (1985)
- Wide Awake in Dreamland (1988)
- True Love (1991)
- Gravity's Rainbow (1993)
- Innamorata (1997)
- Go (2003)
ლიტერატურა
რედაქტირება- Benatar, Pat and Cox, Patsi (2010). Between a Heart and a Rock Place. Harper Collins. ISBN 978-0-06-195377-4.
- Fissinger, Laura (1983). Pat Benatar. Rock'n PopStars. Mankato, Minn.: Creative Education. ISBN 0-89813-101-4. თარგი:Oclc.
- Magee, Doug (1985). Pat Benatar. Proteus. ISBN 978-0-86276-251-3.
რესურსებიი ინტერნეტში
რედაქტირება- პეტ ბენატარი საიტზე Discogs
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Pat Benatar The Italian Site, Piazza Alimonda 14 R, Genova. ციტირების თარიღი: April 24, 2011
- ↑ Ollison, Rashod. Pat Benatar moved from Richmond to stardom. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 15, 2017. ციტირების თარიღი: November 15, 2017
- ↑ Kappatos, Nicole. (April 11, 2017) From the Archives: Pat Benatar's rise to fame began in Richmond en. ციტირების თარიღი: April 11, 2017
- ↑ Kappatos, Nicole. (April 11, 2017) From the Archives: Pat Benatar's rise to fame began in Richmond en. ციტირების თარიღი: April 11, 2017
- ↑ Recording Industry Association of America. RIAA. ციტირების თარიღი: March 31, 2012
- ↑ Item Display – RPM – Library and Archives Canada. ციტირების თარიღი: February 19, 2013
- ↑ 100 Best Hard Rock Songs Ever (According to VH1) (January 5, 2009).
- ↑ Pat Benatar Chart History: Billboard 200. Billboard.com. Billboard. ციტირების თარიღი: March 21, 2018.
- ↑ Item Display – RPM – Library and Archives Canada. ციტირების თარიღი: February 19, 2013
- ↑ Lindenhurst's Pat Benatar Passed Over for 2020 Rock & Roll Hall of Fame Induction (January 15, 2020). ციტირების თარიღი: January 21, 2021
- ↑ Joe Lynch. (September 3, 2019) Rock and Roll Hall of Fame 2022 Nominees. Billboard. ციტირების თარიღი: March 1, 2022
- ↑ Inductees Announced (May 4, 2022).