პეტრიჟი (აფხ. Петражь[1] — „პეტრეს ყურძენი“) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი მცირე ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვეთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს აქვს სქელი ქეჩისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საკმაოდ დიდია, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ხშირად მხრიანი და თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი. სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანი აქვს, წვენი — უფერული.

პეტრიჟი საშუალო სიდიდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 192 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, შუა ოქტომბერში შედის. მტევნის წონა 200-250 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 6.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8 გლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 299
  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015