პეტრე ჟუბერი
პეტრე ჟუბერი (ფრანგ. Petrus Jacobus „Piet“ Joubert; დ. 20 იანვარი, 1831, აუდსორნი — გ. 27 მარტი, 1900, პრეტორია) — ბური გენერალი და ტრანსვაალის ვიცე-პრეზიდენტი.
პეტრე ჟუბერი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 იანვარი, 1834[1] [2] |
დაბადების ადგილი | Oudtshoorn |
გარდაცვალების თარიღი | 28 მარტი, 1900 |
გარდაცვალების ადგილი | პრეტორია[3] |
წოდება | გენერალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჟუბერი იყო წარმოშობით ფრანგი ჰუგენოტი, რომლის ოჯახიც ნანტის ედიქტის გაუქმების შემდეგ იძულებული გახდა საფრანგეთიდან გაქცეულიყო. ჟუბერი ტრანსვაალის რესპუბლიკაში წარმატებით უძღვებოდა ფერმას და ამავე დროს სწავლობდა სამართალს. 1860-იან წლებში იგი არჩეული იქნა პარლამენტში ვაკერსტრომის წარმომადგენლად. 1870-იან წლებში მან მიიღო გენერლის წოდება. დიდი ბრიტანეთის მიერ ტრანსვაალის ანექსიის შემდეგ მან დატოვა თანამდებობა და ეწეოდა ანტიბრიტანულ აგიტაციას. ჟუბერმა მთავარი როლი ითამაშა ანტიბრიტანული ოპოზიციის ჩამოყალიბებაში. ბურების პირველი ომის დროს მან მიიღო მთავარსარდლის წოდება. 1883 წელს მიიღო მონაწილეობა ტრანსვაალის პრეზიდენტის არჩევნებში, მაგრამ დამარცხდა პაულ კრიუგერთან. ჯანმრთელობის პრობლემის გამო ბურების მეორე ომში იგი ფაქტობრივად ვეღარ ასრულებდა მთავარსარდლის მოვალეობას. ჟუბერი გარდაიცვალა 1900 წლის 27 მარტს პრეტორიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნიკო ბაგრატიონი, ბურებთან, თბ., 1952
- Löbels Jahresberichte über die Veränderungen und Fortschritte im Militärwesen 1900, S,621
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Жубер Петрус Якобус // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.