პეტრე კრასნოვი
პეტრე ნიკოლოზის ძე კრასნოვი (რუს. Пётр Николаевич Краснов; დ. 10 (22) სექტემბერი, 1869, პეტერბურგი — გ. 17 იანვარი, 1947, მოსკოვი) — რუსი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის კონტრევოლუციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი (1917), დონის კაზაკთა ჯარების ატამანი, წმინდა გიორგის ჯვრის კავალერი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1910 წლიდან იყო პოლკოვნიკი, ციმბირის კაზაკთა 1-ლი პოლკის მეთაური. 1913 წლის ოქტომბრიდან იყო დონის კაზაკთა მე-10 პოლკის მეთაური. 1914 წლის ნოემბრიდან გენერალ-მაიორი, დონის კაზაკთა 1-ლი დივიზიის 1-ლი ბრიგადის მეთაური. 1915 წლის ივლისიდან დონის კაზაკთა მე-3 დივიზიის მეთაური. 1916 წლის მაისში სახმრეთ-დასავლეთის ფრონტზე, ლუცკის მიმართულებაზე აქტიურად მონაწილეობდა ბრუსილოვის გარღვევაში. ტებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის ივნისიდან იყი ყუბანის კაზაკთა 1-ლი დივიზიის მეთაური, იმავე წლის სექტემბრიდან კი გენერალ-ლეიტენანტი და მე-3 საკავალერიო კორპუსის სარდალი. 1918 წლის მარტიდან დონზე ხელმძღვანელობდა კაზაკთა ანტიბოლშევიკურ ბრძოლას. 1918 წლის 16 მაისს არჩეულ იქნა დონის კაზაკთა ჯარების ატამანად. 1918 წლის აგვისტოდან იყო კავალერიის გენერალი და კაზაკთა ჯარების მთავარი ატამანი. 1919 წლის 15 თებერვლიდან, დენიკინის ზეწოლის შედეგად შეუერთდა ნიკოლაი იუდენიჩის ჩრდილო-დასავლეთის არმიას. 1920 წლიდან წავიდა ემიგრაციაში გერმანიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს აქტიურად თანამშრომობდა ნაცისტურ გერმანიასთან. ტყვედ ჩაიგდეს საბჭოთა ჯარებმა და სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის განაჩენით ჩამოახრჩვეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 17.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Краснов Пётр Николаевич
- Реабилитации не подлежит დაარქივებული 2008-06-09 საიტზე Wayback Machine.
- Руки прочь от «русского Киплинга»! Слово в защиту генерала Краснова
- Выдача Краснова. Споры в Британии на сайте «Генерал Краснов. Монархическая трагедия»
- Фюрер Казакии: кто и почему добивается реабилитации генерала Краснова
- Мемориал «Донские казаки в борьбе с большевиками»
- Казачий род Красновых и его вклад в политическую, научную, культурную и литературную жизнь России
- Сочинения П. Н. Краснова в библиотеке Максима Мошкова
- П.Краснов и издательство Е.Сияльской დაარქივებული 2016-04-15 საიტზე Wayback Machine.
- Страница П. Н. Краснова на сайте «Лаборатория Фантастики»