პეტრე ბესარიონის ძე დუნდუა (დ. 20 აგვისტო, 1931, ბორჯომი) — ქართველი მეტყევე ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2006), საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1982).

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-საინჟინრო ფაკულტეტი. მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობებზე, მ. შ. იყო ავეჯის საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორი, შემდეგ სატყეო მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. იკვლევდა მერქნის დამზადების და უნარჩენო გადამუშავების ახალი ტექნოლოგიების პროცესებს. არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1990), დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).

ლიტერატურა

რედაქტირება