პეტრე გელათელი
პეტრე გელათელი — XII საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი. მოღვაწეობდა გელათში. მისი ნაწერებიდან ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ორი იამბიკო. ერთში შექებულია იოანე პეტრიწი, მეორეში — „კლემაქსის“ ავტორი იოანე სინელი. იამბიკოები ჩართულია „კლემაქსის“ პეტრიწისეულ პროზაულ თარგმანში (XIII საუკუნის ხელნაწერი A-39 - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი). ანტონ I კათოლიკოსის აზრით, „სტიხნი პეტრესნი“ ჰგვანან იეზეკიელის, იოანე ფილოსოფოსის და ეფრემ ქართველთა მნათობის ლექსებს „და ესეც კმა ქებადო“.
ლიტერატურარედაქტირება
- ლოლაშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 45, თბ., 1984 წელი.