პეტრე მიხეილის ძე ბლიოტკინი (რუს. Пётр Михайлович Блеткин) (დ. 20 ივნისი, 1903, თბილისი, — გ. 5 თებერვალი, 1988, იქვე) — საქართველოში მოღვაწე რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1961).

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1928). იყო იოსებ შარლემანის, ეღიშე თათევოსიანის და ევგენი ლანსერეს მოწაფე. 1928-1932 წლებში მხატვარ-დეკორატორად მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1930 წლიდან. ძირითადად მუშაობდა პორტრეტისა და პეიზაჟის ჟანრში. მთავარი ნამუშევრებია: „კარნავალი“ (1936), „ვ. პეტროვას პორტრეტი“ (1937–1938, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „თბილისის წვიმა“ (1961), „ირმა სოხაძის პორტრეტი“ (1977) და სხვ. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენით (1958).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
  • Светницкий Н., Заалишвили Н., Сватиков А. Русские художники Грузии XX век. Русский клуб. Тбилиси. 2007.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • პეტრე ბლიოტკინი — ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების მონაცემთა ბაზა.