პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ტრუბეცკის ბასტიონი
პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ტრუბეცკის ბასტიონი (რუს. Трубецкой бастион Петропавловской крепости) — პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ორი დასავლეთის ბასტიონიდან ერთ-ერთი. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, ვასილევსკის კუნძულის მხარეს. დასავლეთიდან ხურავს პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ალექსეევკის რაველინს.
პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ტრუბეცკის ბასტიონი Трубецкой бастион Петропавловской крепости | |
---|---|
კოორდინატები | 59°56′55″N 30°18′48″E / 59.9485° ჩ. გ. 30.313306° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
არქიტექტორი | ჟოზეფ გასპარ ლამბერ დე გერენი |
მოქანდაკე | ვილჰელმ კირშტენშტეინი |
თარიღდება | 1703-1709 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებატრუბეცკის ბასტიონი არის ხუთკუთხა საფორტიფიკაციო ნაგებობა. საფუძველი ჩაუყარეს 1703 წელს ინჟინერ ვ. ა. კირშტენშტეინის ხელმღვანელობით, სავარაუდოდ ინჟინერ ჟოზეფ გასპარ ლამბერ დე გერენის პროექტის მიხედვით, რომლის მიღებაშიც აქტიურად მონაწილეობდა პეტრე I. მშენებლობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა პეტრე I-ის თანამოაზრე ი. ი. ტრუბეცკი, რომლის სახელიც მიიღო ბასტიონმა.
თავდაპირველად, ისევე როგორც მთელი ციხესიმაგრე, ტრუბეცკის ბასტიონიც იყო ხისგან და მიწისაგან აგებული. 1708 წლის 13 მაისს პეტრე I-ის მონაწილეობით საფუძველი ჩაუყარეს ქვის ბასტიონს. მისი მშენებლობა არქიტექტორ დომენიკო ტრეზინის პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა 1709 წლამდე.
XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში ტრუბეცკის კაზემატები გამოიყენებოდა, როგორც საიდუმლო კანცელარიის საპატიმრო კამერები. 1718 წელს აქ იყო გამოკეტილი პეტრე I-ის შვილი ალექსი პეტრეს ძე, რომელიც დაადანაშაულეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. 1826 წლისათვის კამერების უმეტესობა ერთკაციან საკნებად გადააკეთეს 1825 წლის 14 დეკემბრის სენატის მოედნის აჯანყების მონაწილეებისათვის. ტრუბეცკის ბასტიონის საპატიმრო ერთ-ერთი მთავარი ციხე იყო როგორც იმპერიის, ასევე თებერვლის რევოლუციის შემდგომ ეტაპზეც.
ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებიდან ძალიან მალევე ციხეში გამოკეტეს დროებითი მთავრობის მინისტრები.
1924 წელს ბასტიონი გადაეცა რევოლუციის მუზეუმს, ხოლო 1954 წელს ლენინგრადის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმს.