პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ალექსეევკის რაველინი

პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ალექსეევკის რაველინი (რუს. Алексеевский равелин Петропавловской крепости) — პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის დასავლეთი დამხმარე საფორტიფიკაციო ნაგებობა, რაველინი სანქტ-პეტერბურგში. იგი ესაზღვრება ტრუბეცკოისა და ზოტოვის ბასტიონებს და ვასილევსკის კარბიბჭეს. რაველინი აგებულია 1733 წელს იმპერატრიცა ანას ბრძანებით.

პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ალექსეევკის რაველინი
Алексеевский равелин Петропавловской крепости
კოორდინატები 59°56′56″N 30°18′39″E / 59.948861° ჩ. გ. 30.310897° ა. გ. / 59.948861; 30.310897
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810390040

სახელწოდება

რედაქტირება

სახელწოდება მიიღო პეტრე I-ის მამის ალექსი მიხეილის ძის პატივსაცემად. მიუხედავად გავრცელებული ვერსიისა, სახელწოდება არ უკავშირდება ალექსი პეტრეს ძის სახელს (რომელიც იმყოფებოდა ტრუბეცკის ბასტიონში).

1769 წელს რაველინში ააგეს ხის საპატიმრო, რომელიც 1797 წელს, პავლე I-ის ბრძანებით ხის საპატიმრო შეცვალეს ქვის ციხით რომელსაც 20 კამერა ჰქონდა — საიდუმლო ოთახით. რაველინის პატომრებს შორის იყვნენ დეკაბრისტები (მათ შორის პ. ი. პესტელი, კ. ფ. რილევი, პ. გ. კახოვსკი), პეტრაშევცები (მ. ვ. პეტრაშევსკი, ფ. მ. დოსტოევსკი...), ხალხოსნები (1884 წლამდე; უმეტესი მათგანი გარდაიცვალა მარტობაში 1882-1884 წლებში), ასევე პოლონეთის 1830-1831 წლის აჯანყების რამდენიმე მონაწილე.

1884 წელს რაველინის საპატიმროს პატიმრები გადაიყვანეს შლისელბურგის ციხესიმაგრეში, რის შემდეგაც ალექსეევკის რაველინს საპატიმროს ფუნქციით აღარ იყენებდნენ.

1895 წელს ალექსეევკის რაველინის ციხესიმაგრე დაანგრიეს და ნევის შენეკადი, რომელიც კუნძულს ქმნიდა ამოავსეს მიწით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Фроленко М. Ф. «Милость»: Изъ воспоминаний об Алексеевском равелине. — М., 1925. — 28 с. — (Дешевая библиотека журн. «Каторга и ссылка»; № 6-7).