პეტერეკი — ციხე თურქეთში. მდებარეობს ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონის სოფელ პეტერეკში; ზღვის დონიდან 730 მეტრზე. ნაგებია კირით. კომპლექსი მოიცავს კოშკს, ეკლესიასა და ძირითად კონსტრუქციას.

პეტერეკი
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
ფართობი 0,070×0,035 კმ²
მასალა კირი

მდებარეობს სოფლის სამხრეთ ნაწილში, კონცხზე. ნაგებია მშრალი წყობით. გეგმა ასიმეტრიულია. დიდი მასშტაბის ციხე, ჩანს, თავის დროზე საკმაოდ კარგად იყო დაცული. პეტერეკის ხევიდან ციხისკენ მიმავალი გზა, გალავანს გარეთ, კიდევ ერთი კარით იყო ჩაკეტილი. ციხის დასავლეთით ჩანს კლდეზე მიკრული გარე კარიბჭისა და, სავარაუდოდ, კოშკის კვალი. შიდა ტერიტორია მთლიანად გადათხრილია განძისმაძიებელთა მიერ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • კუდავა ბ., ტაო-კლარჯეთი: ისტორიისა და კულტურის ძეგლები, გვ. 269, თბ. 2017.