პეტარ სტოიჩევი
პეტარ სტოიჩევი (ბულგ. Петър Стойчев; 24 ოქტომბერი, 1976, მომჩილგრადი, ბულგარეთი) — ბულგარელი მარათონელი მოცურავე. შვიდგზის მსოფლიო თასის მფლობელი მარათონულ ცურვაში. ლა-მანშის სრუტე გადაცურა 6 საათსა და 57 წუთში — მსოფლიო რეკორდი (პირველი ადამიანი, რომელმაც ლამანში გადაცურა იყო მეთიუ ვები (ინგლ. Matthew Webb), მან 1875 წლის 25 აგვისტოს ამ სრუტის გადაცურვას მოანდომა 21 საათი და 45 წუთი).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „პეტარ სტოიჩევი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი