პერიფანტე
პერიფანტე (ძვ. ბერძნ. Periphas, -antos) — ატიკის მეფე, ავტოხთონი, საყოველთაო პატივისცმით გარემოცული მოკვდავი, ჯერ კიდევ კეკროპამდე, აპოლონის ერთგული მსახური, რომელსაც ხალხმა სიკეთე ისე დაუფასა, რომ მეფედ აირჩიეს. სამაგიეროდ არ დაუფასა ზევსმა და შურით ანთებულმა, რომ ხალხი ვინმე მოკვდავს ასე პატივს სცემს, მისის მოკვლა განიზრახა, მაგრამ აპოლონის თხოვნა შეისმინა და იმით დაკმაყოფილდა, რომ არწივად აქცია.
ლიტერატურა
რედაქტირება- გელოვანი აკ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 402, თბ., 1983