პეპლურასებრნი
პეპლურასებრნი (ლათ. Psychodidae) — მწერების ოჯახი ორფრთიანთა რიგისა. პატარ-პატარა (1-4 მმ სიგრძისა) მწერებია. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. პეპლურასებრთა მატლები ბინადრობენ ლპობად მცენარეულ ნარჩენებში, ზოგი — წყალში. სისხლისმწოვი სახეობების მატლები ცხოვრობენ ნიადაგისა და თიხის კედლების ბზარებში, მღრღნელებისა — სოროებში და სხვა ადგილებში. ზოგიერთ სახეობას (მაგ., Phlebotomus papatassi) გადააქვს სხვადასხვა დაავადების (ცხელება პაპატაჩი და კანის ლეიშმანიოზი) გამომწვევები.
პეპლურასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Psychodidae | ||||||||||||
|
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 21.