პენონომე
პენონომე (ესპ. Penonomé) — ქალაქი პანამაში, კოკლეს პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ინტერ-ამერიკულ გზატკეცილზე, ბრტყელ დაბლობში.
ქალაქი | |
---|---|
პენონომე Penonomé | |
პენონომეს ეკლესია | |
ქვეყანა | პანამა |
პროვინცია | კოკლე |
კოორდინატები | 8°31′00″ ჩ. გ. 80°21′00″ დ. გ. / 8.51667° ჩ. გ. 80.35000° დ. გ. |
დაარსდა | 1851 |
ფართობი | 1709 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 70±1 მეტრი |
მოსახლეობა | 88 143 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 51,58 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
ისტორია
რედაქტირებაპენონომე 1581 დაარსდა.[1] სახელი მომდინარეობს სიტყვებიდან „penó Nomé“. ნომე ადგილობრივ ინდიელთა ტომის ბელადი იყო, რომელიც ესპანელმა კოლონიზატორებმა მოკლეს. პენონომე ნიშნავს „ნომე სიკვდილით დასაჯეს“.[2] მცირე ხნით, პენონომე პანამის დედაქალაქიც იყო, მას შემდეგ, რაც 1671 წელს ქალაქი პანამა მეკობრე ჰენრი მორგანმა აიღო.[1]
ქალაქში სახლობს თურქი, ჩინელი და არაბი იმიგრანტების მრავალი შთამომავალი.[3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Katzman, Patricia. Panama. Hunter Publishing (2006), p. 162. ISBN 978-1-58843-529-3.
- ↑ Panama Now. Focus Publications (1986), p. 19.
- ↑ Contraloría General de la República, Censo 2010 http://www.censos2010.gob.pa/Resultados/cuadros.aspx დაარქივებული 2011-03-07 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)