ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


პელეტი (გრანულა) — თანამედროვე ბიოსაწვავი, რომელიც ბიომასის დაპრესვით მზადდება. პელეტი შეიძლება მიიღებოდეს ნებისმიერი ტიპის ნარჩენისგან, ინდუსტრიული ნარჩენებიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობის ნარჩენებით დამთავრებული, თუმცა ყველაზე ხშირად იგი ხისგან მზადდება, უფრო კონკრეტულად კი ხე-ტყის გადამუშავების და წარმოების შემდეგ დატოვებული ნარჩენი პროდუქტებისგან. პელეტირება

პელეტირებისას, მაღალი წნევის მოქმედებით ნარჩენები შეიკუმშება მცირე ზომის ცილინდრულ მყარ სხეულებად - პელეტებად. ხის ნარჩენების შემთხვევაში, ეს პროცესი გამარტივებული სახით წარმოდგენილია ნახაზზე.

პელეტირება

ნარჩენების საწყობი 1-დან სეპარატორი 2-ის გავლით ნაფოტები მიეწოდება ჩაქუჩიან სამსხვრეველა 3-ს, რომელშიც საცერის დიამეტრის მიხედვით დაქუცმაცდება წვრილ ფრაქციებად. აღნიშნული მასალა საშრობი დოლის გავლით მოხვდება წნეხ-გრანულატორებში 6, სადაც დაწნეხით ხდება მყარი ხის პელეტების (გრანულების) ფორმირება. მაგრამ საჭირო სიმტკიცეს პელეტები შეიძენენ მხოლოდ გაცივების პროცესში, რაც ხორციელდება საცივარ 8-ში. პელეტირების პროცესის ბოლო ელემენტია შეფუთვის ხაზი 10,11.

სტანდარტები

პელეტები, რომლებიც აკმაყოფილებენ ძირითად ევროპულ სტანდარტს (DIN 51731 or Ö-Norm M-7135) 10%-ზე ნაკლების წყლის შემცველობით ხასიათდებიან. ერთი მეტრ კუბი ხისგან საშუალოდ ერთი ტონა პელეტი იწარმოება, ასეთ პელეტებს აქვს საკმაოდ მყარი მახასიათებლები და ნაცრის დაბალი შემცველობა. ხის სახეობების მიხედვით განსხვავება უმნიშვნელოა. ევროპაში პელეტები ძირითადად იწარმოება სამხრეთ სკანდინავიაში, ფინეთში, ცენტრალურ ევროპაში, ავსტრიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ამერიკაში მოქმედი სტანდარტებიც, ისევე როგორც ევროპული, არ არის სავალდებულო, თუმცა ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ყველა ტიპის ხის საწვავისთვის, მათ შორის პელეტებისთვის, ემისიების სტანდარტების შემუშავებაზე, რომელიც იქნება სავალდებულო და შემუშავდება სერტიფიცირების სპეციალური სქემა. პელეტების ღუმელები და წვის ეფექტურობა პელეტებისთვის 3 ძირითადი ტიპის ღუმელები არსებობს: ჩვეულებრივი ღუმელები, დასამონტაჟებელი ღუმელები და ბოილერები. ჩვეულებრივი ღუმელები ტრადიციული შეშის ღუმელების მსგავსია, თუმცა უფრო თანამედროვეა იმ გაგებით, რომ აქვს სპეციალური „ჩანთა“ საიდანაც ავტომატურად იყრება პელეტები და წვისათვის გამოყოფილ ადგილას. დასამონტაჟებელი ღუმელები ძირითადად ბუხრების ადგილას განთავსდება, ხოლო ბოილერები არის შედარებით დიდი დანადგარები, რომელებიც ცენტრალური გათბობის სისტემის დასამონტაჟებლად გამოიყენება. ხის პელეტების ენერგეტიკული მაჩვენებელი არის დაახლოებით 4.7 – 5.2 მეგავატ საათი/ტონაზე. დღევანდელ პირობებში, თანამედროვე ღუმელებისა და ბოილერების განვითარების კვალდაკვალ, წვის ეფექტურობა არის 85%. სხვადასხვა ნივთიერებების ემისიებისა და გაფრქვევების წილიც , სხვა საწვავთან შედარებით, დაბალია. გაფრქვევები შეიძლება დამახასიათებელი იყოს პელეტების წარმოების პროცესისათვის, რა დროსაც გამოიყოფა მტვრის ნაწილაკები, თუმცა სათანადო ტექნოლოგიური პროცესებისა და მიდგომების გათვალისწინებით, ეს მაჩვენებლებიც არ იქნება მაღალი.

მოხმარება

ხის ნედლეულისგან დამზადებული პელეტების წარმოება და ამ პელეტებით ვაჭრობის მოცულობა მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა 2008 წლის შემდეგ. 2010 წელს წარმოებული პელეტების რაოდენობამ 14 მილიონი ტონა შეადგინა, (14 Mio. Ton) ძირითადი მწარმოებელი ქვეყნები არიან ამერიკა, კანადა და სკანდინავიის ქვეყნები.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პელეტების მოხმარება 2005 წელს 3.8 მილიონი ტონიდან 2010 წელს 9.8 მილიონ ტონამდე გაიზარდა და ივარაუდება რომ ეს მაჩვენებელი მიაღწევს 24 მილიონ ტონას 2020 წლისათვის საიდანაც 11 მილიონი ტონა იქნება იმპორტირებული. პელეტებზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა ევროკავშირის ენერგო პოლიტიკამ, რომელიც მიზნად ისახავს სათბური გაზების გამოყოფის შემცირებას და განახლებადი ენერგიის მოხმარების ზრდას. ბევრმა ევროპულმა ელექტრო ენერგიის მწარმოებელმა კომპანიამ ჩაანაცვლა (ან გადასვლის პროცესშია) ნახშირით ენერგიის გენერაცია ხის პელეტებით ელექტრო ენერგიის წარმოებით. ხის პელეტებზე მოთხოვნა იზრდება ასევე კორეაში და იაპონიაში, რაც აგრეთვე განპირობებულია ამ ქვეყნების ენერგო პოლიტიკით. [1]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-08-17.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პელეტი“-დან