პეკჰემის ბიბლიოთეკა

პეკჰემის ბიბლიოთეკა (ინგლ. Peckham Library) — საზოგადოებრივი დაწესებულება პეკჰემში, ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შენობა დააპროექტა ალსოპ ენდ სტორმერმა,[1] რისთვისაც გადაეცა სტირლინგის პრემია 2000 წელს.[2]

პეკჰემის ბიბლიოთეკის ფასადი.
უკანა ფასადის ფრაგმენტი.

შენობის უჩვეულო გადაწყვეტა გადაბრუნებულ ლათინურ „L“-ს წააგავს, რომლის ზედა ნაწილი თხელ სხვადასხვა კუთხით დახრილ ლითონის საყრდენებზეა დაბჯენილი.

სტირლინგის პრემიის შემფასებლებზე გავლენა შენობის დიზაინერთა მიდგომამ იქონია. არქიტექტორებმა ბიბლიოთეკის ძირითადი მასა ზემოთ აწიეს, რათა მის ქვეშ საზოგადოებრივი სივრცე შექმნილიყო, ხოლო წყნარი სამკითხველო დარბაზები კი ხმაურიან ქუჩის დონეს აცდენოდა. მიწის დონეზე დარჩენილი საყრდენი ნაგებობა საინფორმაციო და მედიის ცენტრისთვის არის დათმობილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Peckham Library : Architecture Information, e-architect.co.uk. Retrieved 2011-11-12.
  2. Peckham Library & Media Centre დაარქივებული 2011-10-11 საიტზე Wayback Machine. , Open University website. Retrieved 2011-11-12.