პეიჯეტ ვალერი ბრიუსტერი (ინგლ. Paget Valerie Brewster; დ. 10 მარტი, 1969) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. თამაშობდა კეიტის როლს NBC-ს სატელევიზიო სერიალ „მეგობრების“ მეოთხე სეზონში. ცნობილია სპეცაგენტის ემილი პრენტისის შესრულებული როლით, რომელსაც იგი ამერიკულ სატელევიზიო კრიმინალურ დრამაში, „კრიმინალურ აზროვნებაში“ 2006–2012 წლებში ასრულებდა. 2016 წლიდან ისევ განაგრძო რეგულარული მონაწილეობა. მას ამერიკულ ანიმაციურ სერიალ „Dan Vs.“-ში გახმოვანებული აქვს ელისი და მისტერ მამბლი, ხოლო ფრენკი დარტი სატელევიზიო სიტკომის „საზოგადოების“ ფინალურ სეზონში. 2017 წელს მან ანიმაციურ სერიალ „იხვების თავგადასავალში“ იხვი დონალდის ტყუპი, დელა გაახმოვანა.

პეიჯეტ ბრიუსტერი
Paget Brewster.jpg
პეიჯეტ ბრიუსტერი
დაბ. სახელი პეიჯეტ ვალერი ბრიუსტერი
დაბ. თარიღი 10 მარტი, 1969 (1969-03-10) (51 წლის)
მასაჩუსეტსი, აშშ
რეზიდენცია ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
მომღერალი
აქტიური 1993-დღემდე
მეუღლე(ები) სტივ დამსტრა (იქ. 2014)

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება