პეიზაჟი თოვლითნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული 1888 წელს, ზეთის საღებავებით ტილოზე. ითვლება, რომ ნახატი ერთ-ერთი პირველია მხატვრის მიერ არლში შექმნილი ტილოებიდან. ასევე ცნობილია, რომ ვან გოგი არცთუ ხშირად ხატავდა თოვლიან პეიზაჟებს, ეს პეიზაჟიც სწორედ იმ მცირე რაოდენობის ტილოებს ეკუთვნის, რომელიც 1882-1888 წლებში ვინსენტმა ამ თემაზე შექმნა.

პეიზაჟი თოვლით
Schneebedeckte Felder vor Arles
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1888
კატალოგი F290 და JH1360
ტიპი ზეთი, ტილო
სიმაღლე 38
სიგანე 46
ქალაქი ნიუ-იორკი
მუზეუმი გუგენჰაიმის მუზეუმი

მაშინ, როცა ვან გოგმა პეიზაჟი თოვლით დახატა, ის 35 წლის იყო. არლში, სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრებისას, მან კარიერის მწვერვალს მიაღწია, შექმნა დღეისათვის მისი ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ნამუშევრები[1], მათ შორის პურის ყანების, ფერმებისა და არლელი, ნიმელი და ავინიონელი ხალხის ნახატები.[2]

ეს ადგილები სავსებით განსხვავდებოდა ნიდერლანდებისა და პარიზისაგან, ადგილებისგან სადაც ვან გოგი უწინ ცხოვრობდა. ხალხს მუქი თმა და კანისფერი ჰქონდათ, საუბრობდნენ ენაზე, რომელიც ესპანურს მეტად ჰგავდა, ვიდრე ფრანგულს. იქ ფერები უფრო ხასხასა იყო. განსხვავებული იყო ბუნებაც, უფრო მთიანი და ნაყოფიერი.[3]

  1. Morton, M; Schmunk, P (2000) The Arts Entwined: Music and Painting in the Nineteenth Century. New York: Garland Publishing, გვ. 177–178. ISBN 0-8153-3156-8. 
  2. Arfin, F (2009). Adventure Guide to Provence & the Cote D'azur. Edison, NJ: Hunter Publishing, გვ. 37. 
  3. „Effects of the Sun in Provence“ (PDF). National Gallery of Art Picturing France (1830-1900). Washington, D.C.: National Gallery of Art: 121–123, 131. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2011-05-12.