პედრო დე მენდოსა (ესპ. Pedro de Mendoza; დ. 1487, გუადისი, გრანადა — გ. 1537, ატლანტის ოკეანე) — ესპანელი კონკისტადორი.

პედრო დე მენდოსას ძეგლი ბუენოს-აირესში.

მენდოსა ალმერიაში მცხოვრები მდიდარი ოჯახის შთამომავალი იყო. იგი იბრძოდა იტალიაში და მსახურობდა კარლ V ჰაბსბურგის სამეფო კარზე, საიდანაც მოაწყო 11 ხომალდისაგან შემდგარი კარგად აღჭურვილი ექსპედიცია სამხრეთ ამერიკაში. 1534 წელს დაინიშნა ესპანეთის კოლონიის ახალი ანდალუსიის პირველ გუბერნატორად.

1536 წელს დააარსა ბუენოს-აირესი. ადგილობრივი მოსახლეობის ხშირი ტავდასხმების გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა ბუენოს-აირესი და ესპანეთში დაბრუნებულიყო. მაგრამ დაიღუპა გზაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Crow, John A. "Conquest of the River Plate." The Epic of Latin America. By John A. Crow. 4th ed. New York: University of California P, 1992.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება