პა-სეანსი

(გადამისამართდა გვერდიდან პა სეანსი)

პა-სეანსი“ — ქართული იუმორისტული სატელევიზიო გადაცემა. შეიქმნა 1990-იანი წლების დასაწყისში. გადაცემის სატირული სკეჩები აღწერდნენ თანადროული საქართველოს სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ პრობლემებს. გადაცემა აღწერდა ისეთი თემებს, როგორიც არის კორუფცია, „ძველბიჭობა“ და კრიმინალური ქცევა, პოლიტიკური პარტიების არაეფექტურობა, ეგზალტირებული პატრიოტიზმი, ეკონომიკური პრობლემები, უცხოპლანეტელებით აღფრთოვანება, მდარე ხარისხის პოპულარული მუსიკა და სხვა.

პა-სეანსი
ჟანრი იუმორისტულ-პაროდიული
წამყვანი ლევან ლელაშვილი
მონაწილეობენ
  • ალეკო თეთრაშვილი
  • ირაკლი ფრანგიშვილი
  • ჯაბა მარგალიტაშვილი
  • მერაბ სანოძე
  • ციცო კაპანაძე
  • ირა შაყულაშვილი
  • გელა ტალახაძე
  • პაატა გელაშვილი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული

გადაცემის ისტორია რედაქტირება

პა-სეანსი თავდაპირველად გადიოდა სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხზე. გადაცემის ავტორები და მონაწილეები იყვნენ ძირითადად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტი) თეატრის და მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრები. გადაცემის ძირითადი ნაწილი მიჰყავდათ შემდეგ მსახიობებს: ლევან ლელაშვილი („კიჭა“), ირაკლი ფრანგიშვილი, ალეკო თეთრაშვილი („მათე მელიავა“) და ცუცა კაპანაძე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება