პატიმატ აბაკაროვა

პატიმატ აბაკაროვა (აზერ. Patimat Serajutdin qızı Abakarova; დ. 23 ოქტომბერი, 1994) — დაღესტნური წარმოშობის აზერბაიჯანელი ტაეკვონდოისტი. ბაქოში გამართული 2015 წლის პირველი ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედლის პრიზიორი, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი. 2016 წელს ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში გამართული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების რინჯაოს მედალოსანი და 2015 წლის მსოფლიო სამხედრო თამაშების ოქროს მედლის პრიზიორი.

პატიმატ აბაკაროვა
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 23 ოქტომბერი, 1994(1994-10-23) (29 წლის)
დაბ. ადგილი მაჰაჩყალა
სიმაღლე 1,65
ქვეყანა აზერბაიჯანი და რუსეთი

ბიოგრაფია რედაქტირება

პატიმატ აბაკაროვა დაიბადა 1994 წლის 23 ოქტომბერს მაჰაჩყალაში. 9 წლის ასაკში ის კარატეს წრეზე შევიდა, სამი თვის შემდეგ კი ოჯახთან ერთად სხვაგან გადავიდა. ამის გამო ვეღარ მოახერხა წრეზე სიარული. მიუხედავად ამისა, ახალი საცხოვრებელი ადგილის მახლობლად, მაჰაჩყალის 38-ე სკოლაში დაიწყო სიარული ტაეკვანდოს გაკვეთილებზე, რომელსაც მწვრთნელი ისმაილ ისმაილოვი ატარებდა. მალე გუნდი გადავიდა საბრძოლო ხელოვნების ახალ ცენტრში, რომელსაც აბაკაროვა დღემდე სტუმრობს.[1].

2013 წელს აზერბაიჯანის ტაეკვონდოს ფედერაციამ აბაკაროვა მიიწვია აზერბაიჯანის შიდა ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის, სადაც აბაკაროვამ პირველი ადგილი მოიპოვა. მალე პატიმატი მიიწვიეს სასწავლო ბანაკში. მას აკვირდებოდა აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, რომლის გადაწყვეტილებითაც აბაკაროვას შესთავაზეს აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობა[2].

2015 წლის ივნისში მან მონაწილეობა მიიღო ბაქოში გამართულ პირველ ევროპულ თამაშებზე, სადაც მესამე ადგილი დაიკავა.[3]. ამავე წლის 29 ივნისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოაწერა ხელი ბრძანებას პირველი ევროპული თამაშების გამარჯვებულებისა და პრიზიორების დაჯილდოვების შესახებ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს აზერბაიჯანის სპორტის განვითარებაში. პატიმატ აბაკაროვა დაჯილდოვდა მედალით „პროგრესი“. [4][5].

2016 წელს სტამბულში ჩატარებული ევროპის ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე მან პირველი ადგილი დაიკავა რითაც მოიპოვა რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში გასამართი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. იმავე წელს იგი გახდა შვეიცარიაში, მონტრეში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი, ფინალში დამარცხდა რუს ტატიანა კუდაშოვასთან[6]. 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ნახევარფინალში მარცხის შემდეგ გადაერთო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაზე. ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ შეხვედრაში დაამარცხა ფრანგი იასმინა აზიე.

სქოლიო რედაქტირება