პატარძეულის წმინდა შიოს პატარა ეკლესია
პატარძეულის წმინდა შიოს პატარა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, სოფლის დასავლეთ ნაწილში, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
გეგმით ოთხკუთხაა. ნაგებია რიყის ქვითა და კირის მოყვითალო დუღაბით. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს და აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის ღერძზე გარეთკენ შევიწროვებული. სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშაა. იატაკიდან დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზეა ერთი სწორკუთხა სარკმელი დასავლეთ კელდელში. აფსიდი კონქითაა გადახურული ხოლო დარბაზი შეისრული კამარით. შეისრულია კონქის თაღიც. ეკლესიის კედლები გარედან ბათქაშით ყოფილა გასწორებული. აღმოსავლეთ სარკმლის ზემოთ ტოლფერდა სამკუთხედია გამოსახული, რომელიც კედლის სისქეში პირამიდისებრადაა შეღრმავებული და შელესილია. კედლები დასრულებული ყოფილა სადა კედლის სიბრტყიდან ოდნავ გამოშვერილი, მაღალი ლავგარდნით, რომელიც თითქმის მთლიანად კირის დუღაბითაა გამოყვანილი, ეს აღმოსავლეთ ფასადის მორთულობასთან ერთად, ეკლესიას ერთგვარ თავისებურობას ანიჭებს. 2000-იანი წლების დასაწყისში, ადგილობრივ მოსახლობას ეკლესია გაურემონტებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 192.