პატარძეულის ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა
პატარძეულის ბიბლიოთეკა — ისტორიული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, განთავსებულია კულტურის სახლის მეორე სართულზე. გაიხსნა 1899 წლის 24 ოქტომბერს. ბიბლიოთეკა დაარსდა XlX საუკუნის ბოლოს, ბილანიშვილებისა და პავლე ყუშიტაშვილის თაოსნობით. პავლე ყუშიტაშვილმა სოფლის ცენტრში, თავისი ხარჯით ააგო შენობა. შეიძინა მრავალი წიგნი და საჭირო ავეჯი. მიიღო წიგნთსაცავის გახსნის ნებართვაც. 1964-1965 წლებში ბიბლიოთეკისთვის 300 წიგნი უჩუქებია პოეტ - გიორგი ლეონიძეს. ამჟამად ბიბლიოთეკის თავდაპირველი შენობა აღარ არსებობს. მან მრავალჯერ შეიცვალა მისამართი, სანამ დღევანდელ ადგილზე განთავსდებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯამბურია ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 180.