პატარა ჩხირაულის წმინდა გიორგის ეკლესია
პატარა ჩხირაულის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს იმერეთის მხარის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩხირაულში, აგებულია XIX საუკუნეში.
პატარა ჩხირაულის ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ნაგებია კლდის ფლეთილი ქვით და ქვიშაქვის კვადრებით. პილასტრები, არკატურები, ნიშები, კარის ღიობები და არქიტრავის ქვა ქვიშაქვის გათლილი კვადრებითაა წარმოდგენილი. ეკლესიაში შესასვლელი კარი დასავლეთ და სამხრეთ კედელშია დატანებული. ეკლესია ნათდება ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელზე დატანილი ორ-ორი და აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელზე დატანილი თითო-თითო სარკმლით. დასავლეთის კარის არქიტრავის ქვაზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებებია.
ინტერიერში ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელზე მიუყვება არკატურები. აგრეთვე 4 წყვილი პილასტრები. საკურთხეველში 3 მომცრო ზომის ნიშია დატანილი. ორი ნიში ჩრდილოეთის კედლისკმენ ხოლო ერთი ნიში სამხრეთის კედელთან. ეკლესიას ორქანობა გადახურვა აქვს, გადახურვა დაზიანებულია, უმეტეს ადგილას ჩამოქცეულია ადგილას ჩამოქცეულია. ეკლესიას რკინის სალტე აქვს შემოვლებული კედლების კონსტრუქციის გასამყარებლად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16845