პატარა გომარეთის განძი

პატარა გომარეთის განძი – XIV საუკუნის I ნახევრის უკანასკნელი ილხანების ვერცხლის მონეტების განძი. აღმოჩნდა 1936 წელს სოფელ პატარა გომარეთში (დმანისის მუნიციპალიტეტი) ეწყო თიხის ქილაში. შეიცავს 92 ვერცხლის დირჰემს, რომლებიც მოჭრილია ირანის ილხანების მუჰამადის (1336-1338), სათი-ბეგის (1338-1339), თუღა-თემურის (1337-1353) და სულეიმანის (1339-1343) სახელებით სხვადასხვა ზარაფხანაში (თავრიზი, ბაზარი, შირვანი, ალაგირი, ბარდა, კალისთუვანი) 27 მონეტა თბილისშია მოჭრილი, ხოლო 4 -ანისში.

განძის ყველაზე ადრეული მონეტა თარიღდება 1338 წლით, უგვიანესი - 1343, ე. ი. დაფლული უნდა იყოს არა უადრეს 1344 წელს. განძი დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Catalogue of oriental coins in the British Museum, v. 2, L., 1876;
  • ღვაბერიძე ც., ქსე, ტ. 7, გვ. 708, თბ., 1984