პაროტშპიცე
პაროტშპიცე (გერმ. Parrotspitze) — მწვერვალი პენინის ალპებში, შვეიცარია-იტალიის საზღვარზე. მდებარეობს დუფოურშპიცეს სამხრეთით, მონტე-როზას მასივში. სიმაღლე 4 432 მ. სახელი ეწოდა გერმანელი დოქტორის, იოჰან იაკობ ფრიდრიხ ვილჰემი პაროტის პატივსაცემად, რომელმაც 1816 წელს მასზე ასვლა სცადა.
პაროტშპიცე | |
---|---|
პაროტშპიცე და სინალკუპე (მარჯვნივ) | |
კოორდინატები: 45°55′11″ ჩ. გ. 7°52′17″ ა. გ. / 45.91972° ჩ. გ. 7.87139° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია იტალია |
სიმაღლე | 4432 მ |
ქედი | პენინის ალპები |
პირველი ასვლა | 16 აგვისტო, 1863 |
მთაზე პირველი ასვლა განხორციელდა 1863 წლის 16 აგვისტოს.