პარკ ჰაიატი (თბილისი)
„პარკ ჰაიატი“ (ინგლ. Park Hyatt), მშენებარე სასტუმროს კომპლექსი და ბიზნეს-ცენტრი თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილი რესტორან „არაგვის“ ადგილას.
„პარკ ჰაიატის“ მშენებლობა 2009 წელს დასრულდება. 28 სართულიანი შენობის კომპლექსი 183 ოთახზე (აპარტამენტების ჩათვლით) არის გათვლილი. მშენებლობა 2007 წლის 14 ივნისს დაიწყო. გეგმით კომპლექსი ხუთ ნაგებობას მოიცავს, რომელშიც განთავსდება ოფისები, საკონფერენციო ცენტრი, სპა და ფიტნეს-ცენტრი და რესტორნები.
პროექტის ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარია და სასტუმროების ქსელის მმართველი მულტიეროვნული კომპანია ჰაიატი ინტერნეიშენალის პირველი სასტუმროა თბილისში. პროექტის ძირითადი დამფინანსებელი ($150 მილიონი) რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი რომან ფიფიაა.