პართენოკარპია
პართენოკარპია ( ლათ. parthenos — ქალწული და karos — ნაყოფი) — მცენარის ნაყოფის განვითარება განაყოფიერების გარეშე. ასეთი ნაყოფი უთესლოა ან უჩანასახო თესლებს შეიცავს. პართენოკარპია ახასიათებს ვაზს, ვაშლს, მსხალს, მანდარინს და სხვ. პართენოკარპიის დროს მცენარე მრავლდება გადაწვენით, კალმით, კვირტით და ა. შ. განარჩევენ ვეგეტატიურ და სტიმულატურ პართენოკარპიას. პირველ შემთხვევაში ნაყოფი ვითარდება დამტვერვის გარეშე; მეორე შემთხვევაში კი ნაყოფის განვითარებისათვის საჭიროა დინგის გაღიზიანება სხვა მცენარის მტვერით ან მექანიკურაე, ქიმიურად და ფიზიკური გაღიზიანებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 684.