პარაკასის კულტურა

პარაკასის კულტურა – ეს იყო მნიშვნელოვანი საზოგადოება ანდების მთებში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 600-175 წლებში. ეს ცივილიზაცია ფლობდა უზარმაზარ ცოდნას საირიგაციო და წყლის მენეჯმენტის საკითხებში. ისინი აღმოცენდნენ პარაკასის ნახევარკუნძულზე. ესაა დღევანდელი პერუს ტერიტორია, პარაკასის რაიონი, პისკოს პროვინცია, იკას რეგიონი. ინფორმაცია, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია ამ კულტურის შესახებ, ეყრდნობა არქეოლოგიურ გათხრებს პარაკასის ნეკროპოლისში, რომელიც პირველად პერუელმა მეცნიერმა ხულიო ტელომ განახორციელა 1920 წელს. ვარი-კაიანის ნეკროპოლისი გამოირჩევა მიწისქვეშა აკლდამათა სიმრავლით, სადაც აღმოჩენილია ორმოცამდე მუმია. სავარაუდოა, რომ თითოეული აკლდამა ეკუთვნოდა ცალკეულ ოჯახს ან კლანს. ყოველი მუმია, თოკით იყო მიბმული აკლდამის ფსკერზე და შემდეგ მრავალ ფენად გახვეული მდიდრულად მორთულ ბამბის ქსოვილებში. ეს ქსოვილები, დღეისათვის მიჩნეულია ყველაზე უფრო დახვეწილ პროდუქტებად, რომელიც კი შეუქმნიათ ანდების ცივილიზაციებს და წარმოადგენს მათსავე ხელოვნების პირველ ნიმუშებს.

პარაკასის ტექსტილი, ბრუტანეთის მუზეუმი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება