პაპილიონი
პაპილიონი (ფრანგ. papillon) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია საფრანგეთში XVII საუკუნეში.
წარმოშობის ქვეყანა | საფრანგეთი | ||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ფიქრობენ, რომ პაპილიონი XVI საუკუნეში არსებული ესპანური ჯუჯა სპანიელის შთამომავალია. თუმცა მისი გრძელი ბალანი და აღნაგობა გვაფიქრებინებს, რომ მის ძარღვებში ჩრდილოეთის შპიცების სისხლიცაა. დახვეწილი, ელეგანტური პაპილიონი სათამაშოს ჰგავს. უჩვეულო ყურები პეპლის ფრთებს მოგვაგონებენ (გრანგული პაპილონ „პეპელას“ ნიშნავს), მცირე ზომები, ნაზი, აბრეშუმისებრი, ხშირი ბალანი. ეს არის კარგი აღნაგობის, სპორტული ძაღლი, რომელიც კარგად გრძნობს თავს, როგორც ქალაქში, ასევე სოფელში. თუმცა ის ყოველთვის ცდილობს პატრონით მანიპულირებას.
ისევე, როგორც მინიატურული ძაღლების უმეტესობა, პაპილიონს ხშირად აქვს მუხლის სახსრის ამოვარდნილობა. პაპილიონი კარგად უძლებს სიცხეს, კარგი მოდარაჯეა, მის ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, აქვს ზურგისკენ დახვეული, გრძელი ბალნით დაფარული კუდი, რომელიც ყოველდღე საჭიროებს ვარცხნას, მრგვალი, მუქი, საშუალო ზომის თვალები.