პან-დე-ასუკარი (ესპ. Pan de Azucar) – მდინარე ჩრდილოეთ ჩილეში. მიედინება ჩილეს ატაკამის რეგიონის ტერიტორიაზე.

წარმოიქმნება მდინარეების კარისოსა და დონა-ინეს-ჩიკას შეერთების შედეგად. მიედინება სამხრეთ-დასავლეთისაკენ პან-დე-ასუკარის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და უერთდება წყნარ ოკეანეს.