პანჩა ტატტვა
პანჩა ტატტვა (სანსკ: პან'ჩა ნიშნავს „ხუთს“ და ტატტვა „ჭეშმარიტებას“ ან „რეალობას“) გაუდია ვაიშნავას ტრადიციაში აღნიშნავს ღმერთის ან აბსოლუტური ჭეშმარიტების ხუთ კონკრეტულ ასპექტს.
არსი
რედაქტირებამიჩნეულია რომ ღმერთის (კრშნა) ეს ხუთი განსახიერება XV ს-ში ხუთი ადამიანის სახით დედამიწაზე ინკარნირდა: ჩაიტანჲა მაჰაპრაბჰუ, ნიტჲანანდა პრაბჰუ, ადვაიტა აჩარჲა, გადადჰარა პანდიტა და შრივასა თჰაკურა. მათ შესანიშნავად გაავრცელეს ჰარე კრშნა მანტრა და კრშნას ერთგულების პრაქტიკა (ბჰაკტი) მთელ ინდოეთში.
ხუთი განსახიერება
რედაქტირება- ჩაიტანჲა მაჰაპრაბჰუ მიჩნეულია თავად ღმრთეების უზენაეს პიროვნებად - კრშნად (სვაჲამ ბჰაგავანი).
- ნიტჲანანდა არის კრშნას პირველი პიროვნული ექსპანსია.
- ადვაიტა აჩარჲა უფალ შივასა და ვიშნუს შერეული ინკარნაციაა (ჰარიჰარა)
- გადადჰარა კრშნას შინაგანი ენერგიის ინკარნაციაა.
- შრივასა კრშნას წმინდა ერთგულია.
„ქედს ვუხრი უფალ კრშნას, რომელიც ჩნდება ერთგულად (უფალი ჩაიტანჲა), მის პიროვნულ ექსპანსიად (შრი ნიტჲანანდა), მის ინკარნაციად (შრი ადვაიტა), მის ერთგულად (შრი შრივასა) და მის ენერგიად (შრი გადადჰარა) და რომელიც არის ერთგულთა ძალის წყარო.“ (ჩაიტანია ჩარიტამრტა) Adi 1.14 დაარქივებული 2007-03-12 საიტზე Wayback Machine. )
პანჩა ტატტვა მანტრა
რედაქტირებაგაუდიას ტრადიციაში მანტრა ფორმირდა პანჩა ტატტვას ხუთი წევრის სახელებისგან, წარმოითქმება ან იმღერება ერთგული თაყვანისცემის სახით ან მედიტაციით (ჯაპა). მიმდევრები მიიჩნევენ, რომ კალი იუგაში ყველაზე გულმოწყალე მანტრაა .
- jaya śrī-kṛṣṇa-caitanya prabhu-nityānanda, (ჯაჲა შრიი-კრშნა-ჩაიტანჲა პრაბჰუ ნიტჲაანანდა)
- śrī-advaita gadādhara śrīvāsādi-gaura-bhakta-vṛnda (შრიი-ადვაიტა გადაადჰარა შრიივაასაადი-გაუდა-ბჰაკტა-ვრნდა)[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- Rosen, Steven J. Sri Pancha Tattva: The Five Features of God 1994 ISBN 0-9619763-7-3 Folk Books, New York
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პანჩა ტატტვას განმარტება დაარქივებული 2011-07-08 საიტზე Wayback Machine.