პანფილოველები
პანფილოველები (იგივე, 28 გმირი პანფილოველები, გმირი პანფილოველები) — წითელი არმიის 316-ე მსროლელი დივიზიის მეომრები, რომლებმაც თავი ისახელეს დიდ სამამულო ომში, შეიქმნა ალმა-ატასა, ყაზახეთის სსრ და ფრუნზეში, ყირგიზეთის სსრ — სამხედრო კომისარ ივანე ვასილის ძე პანფილოვის მეთაურობით, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მოსკოვის დაცვაში 1941 წელს. ყველაზე მეტად 28 მებრძოლია სახელგანთქმული გმირობისთვის 1075-ე მსროლელი პოლკის მე-2 ბატალიონის მეოთხე ასეულიდან პოლიტხელ ვ. კლოჩკოვის მეთაურობით. გავრცელებული ლეგენდის თანახმად, 1941 წლის 16 ნოემბერს, როდესაც დაიწყო განახლებული თავდასხმა მოწინააღმდეგეებისა მოსკოვზე, მეოთხე ასეულის მებრძოლებმა დუბოსეკოვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაცვისას განახორციელეს ოთხსაათიანი ბრძოლა, რომლითაც გაანადგურეს მოწინააღმდეგის 18 ტანკი. 28-ვე მებრძოლი გარდაიცვალა, რომელთაც საბჭოთა კავშრის გმირობა მიანიჭეს. საბჭოთა კავშირის სამხედრო პროკურატურის მიერ შესწავლილ იქნა ეს ამბავი 1948 და 1988 წლებში, რომლითაც ოფიციალური ვერსიის თანახმად ეს ფაქტი არ დადასტურდა.