პანამის ისტორია და კულტურა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პანამის არხი

რედაქტირება

პანამის არხი (ესპ. Canal de Panamá) — სანაოსნო არხი პანამაში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს. არხი ჭრის პანამის ყელს და წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს არტერიას. არხის ორივე დაბოლოება სპეციალური რაბებითაა დაკეტილი, რათა მოხდეს გემების აწევა გატუნის ტბის სიმაღლემდე, ზღვის დონიდან 26 მეტრზე. გატუნის ტბა ხელოვნურად შეიქმნა არხის მშენებლობისას, სამუშაოს შემცირების მიზნით. ამჟამინდელი საკეტების სიგანე 33,5 მეტრია. მესამე, უფრო ფართო საკეტი ამჟამად მშენებლობის პროცესშია და მისი გახსნა 2015 წლისთვის იგეგმება. არხის სიგრძე 77,1 კილომეტრია.

არხის მშენებლობა 1881 წელს საფრანგეთმა დაიწყო, თუმცა საინჟინრო პრობლემებისა და გავრცელებული დაავადებებით გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობის გამო პროექტზე მუშაობა შეჩერდა. ამის შემდეგ, პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ხელში გადავიდა, რომელმაც მშენებლობა ათ წელში, 1914 წელს დაასრულა. არხის გახსნით გემებმა თავიდან აიცილეს გრძელი, სახიფათო ჰორნის კონცხის გზა, სამხრეთ ამერიკის უკიდურესი სამხრეთი წერტილის შემოვლით (დრეიკის სრუტეში) ან მაგელანის სრუტის გავლით. ამ ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ურთულესმა საინჟინრო პროექტმა, რაც კი კაცობრიობას ოდესმე განუხორციელებია, გემებს საშუალება მისცა, იმოძრაონ ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის იმის ნახევარ დროში, რაც მანამდე სჭირდებოდათ. მოკლე, სწრაფმა და უსაფრთხო გზამ აშშ-ის დასავლეთ სანაპიროსა და წყნარი ოკეანის ნაპირზე მდებარე ქვეყნებს შორის, ამ უკანასკნელთ საშუალება მისცა, უფრო ინტეგრირებულნი გამხდარიყვნენ მსოფლიო ეკონომიკაში.

ამ პერიოდის განმავლობაში, დღევანდელი პანამის არხის ტერიტორია ჯერ კოლუმბიას ეკუთვნოდა, შემდეგ საფრანგეთს, შემდეგ კი აშშ-ს, რომელმაც მისი მშენებლობა დაასრულა. 1999 წელს არხი პანამის მთავრობას გადაეცა, როგორც დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. არხის გახსნიდან, 1914 წლიდან, 2008 წლამდე გემების წლიური ტრაფიკი 1 000-დან 14 702-მდე გაიზარდა, მოცულობა კი პანამის არხის უნივერსალური საზომი სისტემით (PC/UMS) 309,6 მილიონ ტონამდე. 2008 წლისთვის, არხში გავლილი იყო 815 000 გემი, რომელთაგან ბევრი იმაზე დიდი მოცულობის იყო, ვიდრე თავდაპირველად იგეგმებოდა. უმსხვილეს გემებს, რომლებსაც დღეს არხში გავლა შეუძლიათ პანამაქსს უწოდებენ.ამერიკის სამოქალაქო ინჟინერიის საზოგადოებამ პანამის არხი მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებათა შორის დაასახელა.

პანამის ყელის გასწვრივ არხის ხსენება პირველად 1534 წელს მოხდა, როდესაც საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა და ესპანეთის მეფე კარლ V ჰაბსბურგმა გამოაქვეყნა გამოკვლევის ანგარიში, რომელიც მიზნად ისახავდა ამერიკის კონტინენტზე გამავალი გზის შექმნას, რომელიც ესპანეთსა და პერუს შორის გემების მიმოსვლას გააადვილებდა. ასეთი გზა ესპანეთს სამხედრო უპირატესობას მისცემდა პორტუგალიასთან მიმართებაში. 1788–1793 წლების ექსპედიციის შედეგად, ესპანეთის სამსახურში მყოფმა იტალიელმა ოფიცერმა და მკვლევარმა ალესანდრო მალასპინამ არხის მშენებლობის გეგმა წარმოადგინა.

პანამის სტრატეგიული მდებარეობისა და იმ პოტენციალთან შედარებით, რომელსაც ორი ოკეანის გამყოფი ეს ვიწრო ყელი ფლობდა, არეალის სხვა სავაჭრო გზები წლების მანძილზე არასახარბიელო იყო. 1698 წელს შოტლანდიის სამეფომ წამოიწყო დარიენის სქემა, რომელიც მიზნად ისახავდა სახმელეთო სავაჭრო გზის გაყვანას პანამის ყელზე, მაგრამ იგი წარუმატებელი აღმოჩნდა. გეგმის ჩაშლის მიზეზი იყო არახელსაყრელი გარემო პირობები; მასზე ხელი საბოლოოდ 1700 წლის აპრილში აიღეს.

1849 წელს კალიფორნიაში ოქროს აღმოჩენამ ატლანტისა და წყნარი ოკეანეების დაკავშირების კიდევ უფრო დიდი ინტერესი განაპირობა. რამდენიმე წელში, 1855 წელს პანამის ყელზე გაიყვანეს პანამის რკინიგზა. ეს სახმელეთო კავშირი სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდა დასავლეთ ნახევარსფეროს ინფრატსტრუქტურაში, რომელმაც მნიშვნელოვნად გააადვილა ვაჭრობა და ფაქტობრივად განსაზღვრა მომავალი არხის გზა.

ოკეანეებს შორის საწყლოსნო გზის გაყვანა ჯერ კიდევ იდეალურ გამოსავლად რჩებოდა; 1855 წელს, კუნძულ მენზე დაბადებულმა და აშშ-ის მთავრობისათვის მომუშავე ინჟინერმა უილიამ კენიშმა გამოიკვლია პანამის ყელი და შეიმუშავა სპეციალური მოხსენება სამომავლო არხის გზის თაობაზე. მისი მოხსენება წიგნად გამოქვეყნდა, რომელსაც ერქვა „პრაქტიკულობა და მნიშვნელობა გემების არხისა, რომელიც ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს დააკავშირებს“ (The Practicality and Importance of a Ship Canal to Connect the Atlantic and Pacific Oceans).

1877 წელს, საფრანგეთის ფლოტის ოფიცერმა არმან რეკლიუმ და ინჟინერმა ლუსიენ ნაპოლეონ ბონაპარტ-ვაისმა პანამის ყელი გამოიკვლიეს და არხის ფრანგული ვარიანტის გზა წარმოადგინეს. საფრანგეთს წარმატებული გამოცდილება ჰქონდა უფრო გრძელი სუეცის არხის პროექტის განხორციელებაში, რაც მას ამ შემთხვევაში მეტ სიმამაცეს ჰმატებდა.

ამჟამად არხში გემების ტრაფიკი იმდენად მაღალია, რომ მისი მშენებლები ვერც ვერასოდეს წარმოიდგენდნენ. 1934 წელს ვარაუდობენენ, რომ არხის წლიური გამტარუნარიანობა დაახლოებით 80 მილიონი ტონა იქნებოდა, თუმცა, მოლოდინი კვკლავ არ გამართლდა და 2009 წელს ამ მაჩვენებელმა 299,1 მლნ ტონა შეადგინა.

ჩამკეტის ყოველ დანაყოფში, გემების ასაწევ-დასაწევად საჭირო წყალი გრავიტაციის ძალით გატუნის ტბიდან (სურათზემაღლა) შედის.

გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, არხის ამჟამინდელ სისტემას რამდენიმე აღდგენითი სამუშაო ჩაუტარდა. ეს სამუშაოები ჩამკეტების სისტემის გამოყენების შესაძლებლობის მაქსიმალიზაციას ემსახურებოდა:

ჩამკეტების განათების სისტემის დამონტაჟება;

ორსართულიანი სადგურის მშენებლობა გაილარდის თხრილში;

გაილარდის თხრილის გაფართოება 192 მეტრიდან 218 მეტრამდე;

საბუქსირო გემების ფლოტის გაუმჯობესება;

კარუსელისებური ჩამკეტი სისტემის დამონტაჟება გატუნის ჩამკეტებზე;

გემების განრიგის სისტემის გაუმჯობესება;

გატუნის ტბის სანავიგაციო არხების გაღრმავება 10,4 მეტრიდან 11,3 მეტრამდე;

ყველა ჩამკეტი სტრუქტურის მოდიფიკაცია გემების დამატებითი 0,30 მეტრი სიღრმის მისაღწევად;

წყნაროკეანური და ატლანტიკური შესასვლელების გაღრმავება;

წყალდიდობის კონტროლის მიზნით გატუნის ტბაზე დამატებითი წყალსაშვების აშენება.

აღნიშნული გაუმჯობესებითი სამუშაოები 2008-2012 წლებში განხორციელდა, რამაც არხის გამტარუნარიანობა 280–90 მლნ ტონიდან 330–40 მლნ ტონამდე გაზარდა.

კონკურენტები

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წლის მანძილზე არხს პრივილეგირებული პოზიცია უკავია, ბოლო პერიოდში აქტიურდება მისი შესაძლო კონკურენტების საკითხი. იმის გამო, რომ არხზე გადასახადები საკმაოდ მაღალია და მისი ზრდა კიდევ მოსალოდნელია, აზიიდან აშშ-ის აღმოსავლეთ ნაპირზე ტვირთების გადასაზიდად პანამის არხის ალტერნატივად განიხილავენ სუეცის არხს. თუმცა, ამგვარი ვარაუდის მიუხედავად, აზიიდან აშშ-ის აღმოსავლეთ ნაპირზე ტვირთები ძირითადად მაინც პანამის არხზე გადის.

რასობრივი ჰეგემონია პანამაში

რედაქტირება

[1] პანამა, ოფიციალურად პანამის რესპუბლიკა სახელმწიფო ცენტრალური ამერიკის უკიდურესი სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის შემაერთებელ ყელზე. დასავლეთიდან ესაზღვრება კოსტა-რიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან -კოლუმბია, ჩრდილოეთით- კარიბის ზღვა და სამხრეთით წყნარი ოკიანე. დედაქალაქი- პანამა.

XVI საუკუნეში ტერიტორია აითვისეს  და დასახლდნენ ესპანელები. თუმცა,1821 წელს გამოეყო ესპანეთს და შეუერთდა ახალი გრანადიის ვიცე- სამეფოს, ეკვადორისა და ვენესუელას კავშირს, რომელსაც დიდი კოლუმბიის რესპუბლიკა ეწოდებოდა.

როდესაც, 1831 წელს დიდი კოლუმბია დაიშალა, პანამა  და ახლი გარანდა ერთად დარჩნენ ამ უკანასკნელის სახელწოდების ქვეშ. ახალი გარანდა მოგვიანებით კოლუმბიის რესპუბლიკად იქცა.აშშ-ის დახმარებით, 1903 წელს პანამა კოლუმბიას გამოეყო, რათა პანამის არხი 1904-1914 წლებში აშშ-ის არმიის ინინერიის კორპუსი აეშენებინა.  1977 წელს ხელი მოეწერა ხელშ3ეკრულებას, რომლის თანახმადაც XX საუკუნის ბოლოს პანამის არხი აშშ-ს სრულად უნდა გადაეცა პანმისთვის.

თანამედროვე პანამის ტერიტორია დასახლებული იყო ინდიელთა ტომებით- კუნა, ჩოკო და გუიამი. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გავრცელებული იყო კოკლეს ტომის კულტურა, თავისი განსხვავებული ტრადიციებით, რომლებიც მეტალისა და კერამიკის ნივთების წარმოებით იყვნენ განსხვავებულნი. პირველი კონტაქტი ევროპასთან შედგა 1501 წეკს, ესპანელ როდრრიგო დე ბასტიდასოსთან.

1510 წელს მან დააარსა კოლონია და გახდა რეგიონის გუბერნატორი. სულ მალე პორტობელო გახდა ოქროს გაცვლის ადგილი ინკებსა და ევროპელებს შორის, ასევე აქ თავს იყირდნენ ინგლისელი მეკობრეები. 1519 წელს დააარსეს ქვეყნის მომავალი დედაქალაქი- პანამა. ინგლისელმა მეკობრემ ჰენრი მორგანმა, რომელიც შემდეგ იამაიკის გუბერნატორი გახდა, გაძარცვეს ქალაქი პორტობელო, 1671 წელს კი ქალაქი პანამა.

შოტლანდიური კოლონიების ისტორია პანამაში ხანმოკლე გჰამოდგა. 1696 წელს დაახლოებით 2500 შოტლანდიელმა ემიგრანტმა დააარსა სავაჭრო კოლოია დარიენის პროვინციაში.

ამჟამად პორტაბელო არის უსიცოცხლო ქალაქი, სადაც 3 000-მდე ადამიანიღა ცხოვრობს. 1980 წელს ქალაქის ისრორიული ნაწილი და მისი ახლოს მდებარე სან-ლორენსოს ციხესიმაგრე შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს შორის.

პანამელები პანამის მკვიდრებს, ანუ პანამის მოქალაქეებს წარმოადგენენ.

პანამა მულტი- ეთნიკური ერია, იმ ხალხის ქავეყანაა, რომლებიც განსხვავდებიან ეთნიკური და ეროვნული წარმომავლობით.

კულტურა, რომელიც საერთოა ყველა პანამელისთვის არის ე.წ. პანამური კულტურა, კულტურა, რომელიც შეიქმნა პანამაში მაცხოვრებელი აბორიგენი მოსახლეობისგან და დასავლეთ ევროპელი მიგრანტებისგან დაწყებული პირველი ესპანელი გადასახლებული ხალხისგან დამთავრებული სხვა ევროპელებით, რომლებიც მოგვიანებით ჩავიდნენ პანამაში. დასავლეთ აფრიკული კულტურა კიდევ ერთი მნიშვნელივანი კომპონენტია.

ჰეგემონურმა ძალებმა შექმნეს ჰიბრიდული ფორმები აფრიკული და ადგილობრივი ამერიკელების კულტურების ევროპულთან შეერთებით. მაგალითად, ტამბორიტო არის ესპანური ცეკვა, რომელიც შეერწყა ადგილობრივ ამერილულ რიტმებს. ცეკვა არის მრავალფეროვანი კულტურების სიმბოლო, რომელიც პანამაში შეწყვილდა.კულტურა, წეს-ჩვეულებები და ენა, რომელზეც პანამელები საუბრობენ წინარე დომინანტურად კარიბული და ესპანურია. აფრო-პანამელებმა დიდი როლი ითამაშეს რესპუბლიკის შექმნაში. ჩამოსახლებული აფრიკელები,რომლებიც კოლონიური ერის პერიოდში ჩავიდნენ პანამაში, შეერივნენ ადგილობრივებს, ან დასახლდნენ პატარა აფრო-პანამურ კომუნებში ატლანტიკის სანაპიროს გასწვრივ, ასევე დარიენის ჯუნგლების სოფლებშიც.

დარიენის მოსახლეობისდ უმრავესობა მეთევეზეები არიან, ან მცირე ფერმერობას მისდევენ, ზრდიან ბანანებს, ბრინჯს, და ყავას, სხვა აფრო-პანამელები, რომლებიც მოგვიანებით დასახლდნენ კარიბებიდან სამუშაოდ ჩასულები არიან საგზაო მშენებლობის პროექტებში, კომერციულ, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში და  განსაკუთრებით, არხზე სამუშაოდ. მნიშვნელოვანი აფრო-კარიბული დასახლებები შეიცავს ქალაქებს, როგორიცაა კოლონი, კრისტობალი და ბალბოა არხის ყოფილ ზონაში,ასევე პანამა სითის რიო აბაჯოს არეალი. კიდევ ერთი რეგიონი აფრო-კარიბული მოსახლეობით არის ბოკას დელ ტოროს პროვინცია კარიბის სანაპიროზე, კოსტა რიკადან სამხრეთით.

დასავლეთ ინდიელების შთამომავალი პანამური მოსახლეობა აქტიურად გამოჩნდა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში არხის მშენებლობის მონუმენტურ მცდელობებში. 50 000 მუშის სამ მეოთხედს, რომლებმაც პანამის არხი ააგეს, შეადგენდნენ აფრო კარიბელი მიგრანტები ბრიტანეთის დასავლეთ ინდოეთიდან. ათასობით აფრო- კარიბელი მუშა დაქირავებული იყო იამაიკიდან, ბარბადოსიდან და ტრინიდადიდან.

პანამა, რომელიც ნაწილობრივ დავალებულია თავისი ისტორიული დამოკიდებულებით კომერციაზე, ეთნიკურად მრავალპეროვანი ქვეყანაა. აქ მნიშვნელოვანი რაოდენობაა აფრო-ანტილიური და ჩინური მოსახლეობისა. პირველი ჩინელები გადმოსახლდნენ მე-19 საუკუნეში სამხრეთ ჩინეთიდან და ისინი პანამის რკინიგზის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. ამას იმიგარციის რამდენიმე ტალღა მოჰყვა და ჩამოსახლებულთა რაოდენობამ 50 000-ს მიაღწია. 1970 იანი წლებიდან დაწყებული, კიდევ 80 000 იმიგრანტი ჩავიდა პანამაში ჩინეთის სხვადასხვა ნაწილიდან. ესპანური დომინანტური და სახელმწიფო ენაა. მოსახლეობის 93% საუბრობს ესპანურად, როგორც მათ მშობლიუ ენაზე, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა ასევე ორივე ენაზე- ინგლისურად და ესპანურად საუბრობს, ან ასევე საკუთარ ენაზე, როგორრიცაა „ნგაბერე“. პანამაში მრავალ ენაზე საუბრობენ რომლებიც 7 მხოლოდ ადგილობრივი ენებია.ინგლისურად ლაპარაკობენ ბიზნეს სფეროებში და სამთავრობო სექტორში.

როგორც თითქმის ყველა საზოგადოებაში მსოფლიოში, პანამაშიც დგას რასობრივი უთანასწორობის საკითხი. თუმცა პანამა აცხადებს, რომ არის რასობრივად თანასწორი ქვეყანა, დისკრიმინაცია მაინც არსებობს. კვლევებში აღმოჩენილ იქნა, რომ ეკონომიკურად ძლევამოსილი ხალხი სპეციფიკური რასაა, რომელიც სოციალურ იერარქიაში ყველაზე მაღლა დგას. საინტერესო რასობრივი ურთიერთობები შეიმჩნევა პანამის არქიპელაგის რეგიონში. მოსახლეობა დაახლოებით 18 000 ადამიანს შეადგენს და მისი შემადგენლობა ძირითადად აფრო-ანტილიური აბორიგენული მოსახლეობაა, ასევე ჩინელები, ლათინოები და ევროპელები.

რეგიონის რასობრივი სეგრეგაციის ისტორია მნიშვნელოვანია, რადგან აქ იშვიათი შემთხვევა ხდებოდა როდესაც მუქი კანის ფერი თეთრ ფერზე უპირატესი იყო. ისტორია 1800-იან წლებში დაიწყო როდესაც 30 000 აფრო-ანტილიელი ჩამოსახლდა პანამაში ან პანამის არხის მშენებლობაზე სამუშაოდ, ან ბანანის პლანტაციებზე,. აღსანიშნავია, რომ ეს იმიგრანტები ინგლისურად საუბრობდნენ. ცენრალური ამერიკის უმრავლეს ქვეყნებთან შედარებით, როგორიცაა ჰონდურასი და ნიკარაგუა, შავკანიანები და აბორიგენი მოსახლეობა ერთიან ოჯახებს ქმნიდნენ, ხოლო აბორიგენი ნგობეს ტომები არავის ეჯვარებოდნენ. აფრო-ანტილიელები უპირატესობას გრძნობდნენ,როდესაც ეკონომიკურ სიძლიერეს მიაღწიეს. უკეთ რომ ავხსნათ, 1920-იან წლებში პანამის პლანტაციებში სოკო გავრცელდა და მოსავლის დიდი რაოდენობა გააფუჭა.პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ, აშშ-ს მოსახლეობის უმრავლესობა უკან, შტატებში დაბრუნდა. შედეგად, აფრო-ანტილიელთა უმრავლესობამ  კლერკებისა და ზედამხედველობის მიტოვებული პოსტები მიიღეს სამიშაოდ. დამატებით, რადგან აფრო-ანტილიელები ინგლისურად საუბრობდნენ, ისინი ადვილად ამყარებდნენ ურთიერთობას ჩრდილოეთ ამერიკასთან (გუერონ-მონტერო 213)

მოვლენათა ასეთმა განვითარებამ დიდი ზეგავლენა იქონია შავკანიანთა კომუნის სოციალურ სტატუსზე, რომლებიც პანამაში ცხოვრობდნენ. რადგან მათ სამსახური ჰქონდათ, ამიტომ საკუთარი მიწის ნაკვეთის შეძენა და მოვლაც შეეძლოთ. ნგობეს აბორიგენმა მოსახლეობამ იგივე ვერ მოახერხა, რადგან ინგლისურად არ ლაპარაკობდნენ.  სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ შავკანიანთა სოციალური სტატუსი უფრო მაღლა დადგა ვიდრე ღია კანის ფერის ადამიანებისა. ბრაზილიელების მსგავსად, რომლებმაც შეიცვალეს გარეგნობა რომ უფრო თეთრკანიანებად გამოიყურებოდნენ და ამისთვის თმები შეიღებეს ღია ფრად, ასევე პანამელი აბორიგენი მოსახლეობაც თმებისა და გარეგნობის სტილს იცვლიდა, რომ ნაკლებად ჰქონოდათ ადგიობრივების გარეგნობა. (გუერონ-მონტერო 217) . აბორიგენ მოსახლეობას ასევე შეარქვეს მეტსახელები როგორიცაა „ბუჩი“ და „ბუშმენი“. მუქკანიანმა მოსახლეობამ შეინარჩუნა მაღალი სტატუსი თეთრკანიანთა ტურიზმის დასაწყისამდე 1900 წელს. ამის შემდგომ რასობრივი იერარქია მთლიანად შეიცვალა და ღია ფერის კანის მქონე მოსახლეობა იერარქიის სათავეში მოექცა.

ისევე როგორც აფრო-ანტილიელმა მოსახლეობამ მოიპოვა სოციალური პრესტიჟი, თეთრკანიანთა უპირატესობაც ეკონომიკური ცვალებადობის შედეგი გახდა. ტურისტწბი, რომლებიც პანამას სტუმრობდნენ,. ძირითადად მდიდარი ხალხი იყო. პანამელები მოიხიბლნენ თეთგრკანიანი ტურისტების კეთილდღეობით, ვიდრე მათი კანის ფერით. დროთა განმავლობაში, პანამელებმა დაიწყეს თეთრი კანის ფერის ასოცირება კეთილდღეობასთან.

პანამელთა სოციალური იერარქია მეტად საინტერესოა. ხელისფლება აცხადებს, რომ იერარქია არ არსებობს და სხვაობა დაფუძნებულია მხოლოდ ეკონომიკურ კლასსა და სქესზე. გარკვეული თვალსაზრისით, პანამის მთავრობა მართალია. 1900 იანი წლების შუა ხანამდე აფრო-ანტილიელი მოსახლეობა ინარჩუნებდა მაღალ სოციალურ მდგომარეობას რადგან მათ ჰქონდათ კარგი სამუშაოები ამ პერიოდში, და შედეგად, კარგი ეკონომიკური სტატუსი. თეთრკანიანი ტურისტები ასევე მაღალ ეკონომიკურ სტატუსს ფლობდნენ მათი კეთილდღეობის გამო. სამწუხაროდ, რასობრივი დისკრიმინაცია გვერდითი მოვლენის სახით მაინც ვითარდება.

კუნა - იდენტიფიკაცია და ადგილმდებარეობა

რედაქტირება

[2] კუნა არის პანამისა და კოლუმბიის მკვიდრი მოსახლეობა, ტომი. კუნა პანამის სამი ძირითადი ტომიდან ერთ-ერთია და მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე ცხოვრობს. სან ბლასი არის ამ ტომით დასახლებული ყველაზე დიდი ტერიტორია, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ პანამაში მდებარეობს. ის მოიცავს წვრილ, გაუვალ 200 კილომეტრიან ჯუნგლებს, ქვეყნის ცენტრალური რეგიონებიდან 15-20 კილომეტრითაა დაშორებული და უკავია 365 პატარა კუნძულის მქონე არქიპელაგი.

ერთადერთ საავტომობილო გზა არის სან ბლასისა და დანარჩენი პანამის დამაკავშირებელი, რომელზე გავლაც მხოლოდ და მხოლოდ ოთხივე წამყვანი თვლიანი ავტომობილითაა შესაძლებელი. 1985 წლიდან ეს გზა არ ფუნქციონირებს ჩვეულებრივი ტრანსპორტით მოსახლეობის ან სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების გადასაყვანად.  ამ გზის მდგომარეობის გამო, ტურისტები ძირითადად თვითმფრინავითა და გემებით მოგზაურობენ.

დემოგრაფია [2]

რედაქტირება

1995 წელს სან ბლასში მცხოვრები კუნას მოსახლეობა 50000-იდან 70000-მდე ადამიანს შეადგენდა. იქ იყო 54 საზოგადოებრივი გაერთიანება, თითოეულში კი, 70-2000 ადამიანი ცხოვრობდა. ამ თემებს შორის 42 განლაგებული იყო პატარა კუნძულებზე, ათი ცხოვრობდა კონტინენტურ სანაპიროზე, დანარჩენი ორი კი - ცენტრში, მდინარის სანაპიროზე. დასახლებული კუნძულები კონტინენტური სანაპიროსგან კილომეტრ-ნახევრით არიან დაშორებული და ეს სიახლოვე იძლევა გადაადგილებისა და მიწის დამუშავების საშუალებას. მტკნარი წყლის მდინარეები იყო სასმელი წყლის მოპოვების ადვილი წყარო.

ამ რეგიონების გარდა, 10000 კუნას მოსახლე ცხოვრობს ქალაქ პანამასა და კოლონში, ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქში. თუმცა ამ ადამიანების უმრავლესობა ინარჩუნებს მყარ კავშირს თავიანთი კულტურის ჩამოყალიბების ცენტრთან და მიაჩნიათ ეს რეგიონი თავიანთ სახლად.

სან ბლასში მცხოვრებთა ძირითადი ენა არის კუნა, თუმცა მათი დიდი ნაწილი საუბრობს ესპანურად, პანამის ოფიციალურ ენაზე. ის ადამიანები, რომლებიც პანამის არხის გავლით მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყნებში სავაჭრო გემებზე, საუბრობენ ინგლისურად.

ისტორია და კულტურა

რედაქტირება

ესპანელების ჩამოსვლის პერიოდში კუნას მიმდევრები ცხოვრობდნენ დღევანდელი კოლუმბიის ტერიტორიაზე. 1600-იან წლებში მათ დაიწყეს ესპანელებთან კონტაქტი, რომელთაგანაც აშკარა იყო ძალმომრეობა და შეზღუდული ვაჭრობა. მათგან გასაქცევად, კუნამ გადაიარა ჯუნგლები და მდინარეები და დასახლდა დღევანდელი პანამას ტერიტორიაზე.[3]

მე-19 საუკუნის შუა პერიოდში დაიწყო კუნას სოფლების ტერიტორიების ცვლა, ისინი გადადიოდნენ მტკნარი წყლის მდინარეებთან. კუნძულებთან დაახლოვებამ კუნას მოსახლეობას ხელი შეუწყო საზღვაო ვაჭრობის მარშრუტების შემუშავებაში და ასევე გაათავისუფლა ისინი ავადმყოფობის მატარებელი მწერებისგან.

1903 წელს პანამა გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა, ახალ მთავრობას სურდა კუნას მოსახლეობისთვის ნაციონალური კულტურის თავს მოხვევა. 1925 წელს იყო ინსცენირებული აჯანყება და აშშ-ს მთავრობის დახმარებით კუნას მოსახლეობამ მოახერხა და შეუთანხმდა პანამის მთავრობას, რის შემდეგაც კუნა აღიარეს ნახევრად-ავტონომიურ რეგიონად. 1945 წლისთვის რეგიონში შეიქმნა ახალი კონსტიტუცია. სან ბლასი ლეგალურად აღიარეს მთლიანად კუნას წარმომადგენლებით დასახლებულ რეგიონად და თითოეულ მოსახლეს შეეძლო ჩართულიყო რეგიონის ეკონომიკურ ორგანიზებაში. კუნას ტერიტორიაზე მყოფ სხვა ტომის წარმომადგენელს კონსტიტუცია უკრძალავდა ყიდვას, ქირაობას ან მიწის სხვა ტიპის ექსპლუატაციას. ამ კანონს კუნას მოსახლეობა იმიტომ იყენებდა, რომ ეჭვი არ შეპარვოდათ სან ბლასის ტერიტორიის მმართველობაში. ამ პერიოდიდან მოყოლებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები სან ბლასსა და დანარჩენ პანამას შორის კვლავ რჩება მოლაპარაკების დონეზე.

დასახლებები [2]

რედაქტირება

კუნას მოსახლეობა ცხოვრობს ოთხ სხვადასხვა მხარეში. მათ ახასიათებთ დიდი ოჯახები, სადაც ცხოვრობს წყვილი, მათი დაოჯახებული ქალიშვილები, შვილიშვილები. ოჯახები მოიცავს სამ ან ოთხ თაობას. მათი საცხოვრებელი შედგება სამზარეულოსა და ერთი ან ორი საძინებლისგან. კუნას მოსახლეობის უმეტესობას ძინავს ჰამაკებში. ტანსაცმელი გადაკიდებულია ბამბუკის ბოძებზე ან შენახულია ხის ან მუყაოს ყუთებში. სახლების უმეტესობა აშენებულია ბამბუკისგან და აქვს ჩალით გადახურული ჭერი, თუმცა კუნას მოსახლეობამ უკვე ააშენა ცემენტის სახლები მეტალის ჭერით, რამაც გაზარდა საცხოვრებელი სივრცე.

დღესდღეობით კუნაში მოსავლით გამორჩეულია მრავალძარღვა, თუმცა ისინი ასევე თესავენ ბრინჯს, ყვითელ სიმინდს, იუკას, შაქრის ლერწამს, ქოქოსსა და ხილს. თევზაობა და ნადირობა მათი ძირითადი საქმიანობებია. ზოგიერთ ოჯახს ჰყავს ღორები, რათა დაკლას ისინი განსაკუთრებულ შემთხვევაში.

იზრდებოდა კუნას მამაკაცების ჩართულობა აგრარულ სფეროში და ისინი უვლიდნენ პლანტაციებს, ბრინჯს, ხილს და სხვა პროდუქტებს. ქალებიც და კაცებიც თესავდნენ და ზრდიდნენ ქოქოსს, მაგრამ ყოველ ოჯახში იყო ქალი, რომელიც  ქოქოსს ყიდდა ან ცვლიდა სხვა საქონელში.

ქალები ინარჩუნებენ პასუხისმგებლობას შვილების მიმართ, მათი საქმეა საჭმლის კეთება, წყლის ტრანსპორტირება, უსაფრთხოება და ოჯახთან დაკავშირებული ყველა საკითხი.  ისინი ასევე ამზადებენ მოლას (კუნას ტომის ტრადიციული სამოსი) ოჯახის წევრებისთვის. კაცები დაკავებული არიან სოფლის მეურნეობით, თევზაობით, ნადირობით, სახლები მშენებლობითა და ოჯახისთვის საჭირო ნივთების დამზადებით.

სან ბლასის დასავლეთ ნაწილში განვითარებულია ტურიზმი და ტურისტები პანამის ამ ტერიტორიას ძირითადად ძალიან მდიდრული კრუიზის ფარგლებში სტუმრობენ.

ქორწინება

რედაქტირება

წარსულში ახალგაზრდები თავიანთი გადაწყვეტილებით არ ქმნიდნენ ოჯახს. გოგოს მამა და დედა არჩევდნენ ახალგაზრდა ბიჭს მისი შრომითი შესაძლებლობების მიხედვით და აწესრიგებდნენ საქორწინო საკითხებს. ძირითადად ახალგაზრდებმა არ იცოდნენ ამის შესახებ.  თუ დაუოჯახებელ კაცს შეამჩნევენ ქალთან ერთად, ისინი მომავალ ცოლ-ქმრად მიაჩნიათ და ახალგაზრდებს ქორწინება კანონის დაცვით შეუძლიათ. ქორწინების დროს ოჯახები არ ცვლიან არც ფულს, არც საკვებს და არც სხვა ნივთებს.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

კუნას მოსახლეობისთვის მემკვიდრეობის განაწილების პრინციპი ორმხრივია. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟსა და ქალიშვილს თითქმის თანაბარი რაოდენობის მიწა გადაეცემათ, ვაჟს ამ მიწაზე უფრო მეტი შესაძლებლობა ექმნება. მას შეუძლია დაუმუშავებელი მიწის ათვისება. ის, ვინც ამას გააკეთებს, თავის შვილებს გარანტირებულად დაუტოვებს ამ ტერიტორიას.

კათოლიკური და ბაპტისტური რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია კუნას მოსახლეობაში. რელიგიური გავლენის გამო კუნძულებზე მცხოვრები ხალხი გაიყო ორ პოლიტიკურ საზოგადოებად.[4]

ლიტერატურაზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ პანამის განვითარების სამი ძირითადი პოზიცია არსებობს. 1) მოდერნიზაცია არის სოციალურ-კულტურული ტრანსფორმაციების ერთიანობა; 2) მოდერნიზაცია არის სტრუქტურული პროცესი, რომლის დროსაც ხდება ფუნქციების დიფერენციაცია და ინფრასტრუქტურული განვითარება; 3) მოდერნიზაციის დროს მოსახლეობა ითვისებს მენტალურ შეხედულებებს და ჩნდება პოზიტიური შეფასება ცვლილებებისა და ინოვაციების მიმართ.

კუნას კულტურას სახელის გათქმის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის მოლა, ქალის ნაციონალური სამოსი. პანამა ახერხებდა ამ სამოსის ექსპორტირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და იაპონიაში, რაც ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

ტალამანკანი

რედაქტირება

პანამა ერთ-ერთ სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. ამ ქვეყანაში არის სწორედ ის არხი, რომელიც აკავშირებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას.

[5] აღსანიშნავია პანამაში მცხოვრები ტომების ცხოვრება და ტრადიციები. პანამაში არსებობს ტომი გუნა. როდესაც ამ ტომის მამაკაცებს ცოლი მოჰყავდათ მათ უნდა ეცხოვრათ მეუღლის ოჯახში მანამდე სანამ ქალიშვილი არ გაუჩნდებოდათ.

პანამაში ოფიციალური სალაპარაკო ენა ესპანურია მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა ფლობს რამდენიმე ენას. 14% ს აქვს შესაძლებლობა ისაუბროს ინგლისურად ასევე 18% ს ფრანგულად და ა.შ. რელიგიის მხრივ კი მოსახლეობის 85% კათოლიკეა ხოლო დანარჩენი 15% პროტესტანტი.  თითქმის ყველა სახლში არის ერთი რელიგიური სურათი მაინც. ლეგენდები და მითები არის ჩვეულებრივ ძველი დროიდან გადმოყოლილი მაგრამ მათი უმრავლესობა არ შეესაბამება სიმართლეს.

თანამედროვე პანამის ტერიტორიაზე ბევრი ტომი იყო დასახლებული: ინდიელთა ტომები, კუნა , ჩოკო და გუიამი. მიუხედავად ამ ტომების პანამის ტერიტორიაზე ცხოვრებისა , იქ გავრცელებული იყო კოკლეს ტომის კულტურა.

1502 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა თავისი მეოთხე მოგზაურობის დროს გაიარა პანამის აღმოსავლეთ ნაპირი. 1519 , 1522 , 1523 , 1526 , 1539 , 1540 და 1560 წლებში მიმდინარეობდა ექსპედიციები მაგრამ ამ მსვლელობის დროს ვერაფერი ვერ დაამატეს  ესპანელი კონსიკსადორის ხუან ვასკეს დე კორონადოს აღმოჩენებს.

სოფელი ბორუკა დაარსდა 1608 წელს და 1629 წელს დაერქვა სწორედ ეს სახელი.  მე-17 საუკუნეში ბორუკა ერთადერთი სოფელი იყო წყნარი ოკეანის სამხრეთით , რომელიც გახდა ორგანიზებული კოლონია. საუკუნის ბოლოსკენ ბორუკაში იყო ქალაქის დარბაზი რომელიც მოგზაურებისთვის იყო თავშესაფარი.

1770 წელს ქალაქში იყო 25 ქოხი რომლებშიც 155 ინდოელი ცხოვრობდა და 1801 წლისთვის ქალაქში უკვე 250 მაცხოვრებელი იყო.

პანამის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს ტალანამკას ტომი , რომელიც სამ ნაწილადაა განლაგებული. ძირითადი ნაწილი ბორუკასთან ახლოს ცხოვრობს , ხოლო დანარჩენი ნაწილი წყნარი და ატლანტიკის ოკეანეების მიმდებარე ტერიტორიაზე.

ტალამანკანის  მოსახლეობა მედიცინის მხრივ მისდევდა დასავლეთის ქვეყნებს.  ტრადიციული სამედიცინო პრაქტიკა ტარდება სახლებში. მათ აქვთ ბევრი სამკურნალო ბალახი,  ისინი ტრადიციის მიხედვით სამკურნალო ბალახებს მიმართავენ რათა თავიდან აიცილონ კონკრეტული ქცევები , როგორიცაა: სიყვარული , სიძულვილი , ქორწინება,  ტკივილი , ასევე ორსულობის ასაცილებლად. ბევრს ჰგონია , რომ ნარკოტიკს შეუძლია შეცვალოს ადამიანურობა. მათი მედიცინის სტილი ემთხვევა დასავლეთის მედიცინას.

იმ შემთხვევაში , თუ ბორუკაში ადამიანი გარდაიცვლება და მღვდელი იქ არ იმყოფება , მაშინ სამლოცველოსთან მიდის ე.წ. „მაიორდომო“ და რეკავს ზარებს. ცხედარი იმყოფება სახლში და მას გადაფარებული აქვს თეთრი გადასაფარებელი, მის გარშემო არის დიდი ადგილი , რადგან მოსულმა მეგობრებმა და ნათესავებმა კარგად შეხედონ. იმავე ოთახში განლაგებულია გარდაცვლილის სურათები და მაიორდომო ან ვინმე სხვა კითხულობს ლოცვებს.  იქ მისულ ადამიანებს თან მიაქვთ ფული რადგან დაეხმარონ გარდაცვლილის ოჯახს და დაკრძალვა იქნება ეს თუ სანთლები ან სხვა რამე ისინი  ცდილობენ  შეუმსუბუქონ გადასახადი. როდესაც მღვდელი თავისუფალია ის კითხულობს ლოცვებს და სახალხოდ ხდება დაკრძალვა, ხოლო მღვდელის არ ყოფნის დროს მაიორდომო იწყებს ლოცვას. ლოცვები აუცილებელია იკითხებოდეს მომავალი ცხრა დღის განმავლობაში და საკვები იყოს იმ სახლში სადაც ეს ყველაფერი ხდება.

ტალამანკანების ენა მომდინარეობს მათი მსგავსი ტომისგან „ჩიბჩანი“. იქ ძირითადად საუბრობენ ორ - თავიანთ და ესპანურ ენებზე. ძალიან ცოტა ადამიანია ვინც მხოლოდ საკუთარ ენაზე ლაპარაკობს, მოსახლეობის უმეტესობა მინიმუმ ორ ენას მაინც ფლობს.[6]

ასევე არსებობს ბრუნკას ენა , რომელზეც მოლაპარაკე ადამიანების რაოდენობა 11 იყო , ხოლო ეს ენა ტალამანკანების მოსახლეობიდან მხოლოდ 40 ადამიანს ესმოდა.

ტალამანკანების ტომში ესპანელებმა აღიარეს ორი ენობრივი ჯგუფი, თუმცა ქვეყანა მაინც ერთიანი იყო , რადგან ეს ენები ძალიან  ჰგავდა ერთმანეთს. ორივე ჯგუფმა მოახერხა განდევნა ევროპული ენებისა  და შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა.

ტალამანკანების ქალაქი განვითარებული იყო აგრო სფეროში, მათ პირველ რიგში მოჰყავდათ სიმინდი , ლობიო , კარტოფილი და ა.შ. კოლონიური დროიდან ისინი ჩართულნი იყვნენ ბრინჯის , ბანანისა და ყავის მოყვანაში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინდოელი ფერმერები შეუერთდნენ არასამთავრობო პროგრამებს და დაიწყეს ახალი ნათესების მომრავლება.

ტალამანკანების მოსახლეობა ასევე გამოირჩეოდა ნადირობითა და მეთევზეობით, მაგრამ ბოლო დროს აკრძალეს ნადირობა , რადგან ქალაქში ძალიან ცოტა ტყე იყო მოწესრიგებული და ნადირობის შედეგად ისინი ნადგურდებოდა.

ამ სოფლებში ინდოელები მუშაობდნენ ბევრ პროფესიაზე , მაგალითად ისინი იყვნენ : მასწავლებლები , პოლიციელები , მცველები . მათ ვისაც შესწავლილი ჰქონდა სხვა პროფესიები დატოვეს სოფელი , მაგრამ ისინი ხშირად ეხმარებოდნენ ოჯახის წევრებს.

ამ სოფელში განვითარებული იყო აგროკულტურა . მოსახლეობას აქვს ბევრი ფერმა და მოშინაურებული ჰყავთ ღორი , ქათამი , ინდაური  და იხვი. მესაქონლეობა კი მხოლოდ რამდენიმე ოჯახში იყო , მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს ჰყავდა ცხენი. დაინერგა ბაბმით გაკეთებული ნივთები , რომლებიც კეთდებოდა რამდენიმე ოჯახში. ბამბისგან ისინი ამზადებდნენ ჩანთებს , ქამრებს  და დაიწყეს ამ ნივთების ტურისტებისთვის მიყიდვა. ასევე ისინი ყიდდნენ კალათებსა და ჰამაკებს. მაცხოვრებლების უმრავლესობა მიჰყვებოდა ხელნაკეთების გაყიდვას. მამაკაცების უმრავლესობა ერკვეოდა ნივთების გაკეთებაში , ხოლო ქალები გაწაფულნი იყვნენ ჭრა-კერვაში ასევე ისინი ფლობენ სამკერვალო მანქანებს.

  1. http://www.historyworld.net/wrldhis/PlainTextHistories.asp?historyid=ab28
  2. 2.0 2.1 2.2 Tice, K. E. (Karin E., Skoggard, I., & Beierle, J. (1999). Culture Summary: Kuna. New Haven, Conn.: HRAF. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sb05-000
  3. https://www.anywherepanama.com/travel-guide/people-and-culture
  4. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sb05-008
  5. Bozzoli de Wille, M. E., Doyon, L., & Beirle, J. (2012). Culture Summary: Talamancans. New Haven: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sa19-000
  6. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sa19-001