პალაცოლო-აკრეიდე (იტალ. Palazzolo Acreide; სიცილ. Palazzolu Acrèid) — ქალაქი და კომუნა იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, სირაკუზის პროვინციაში. მდებარეობს სირაკუზიდან 43 კმ-ის მოშორებით, იბლეის მთებში.

ქალაქი
პალაცოლო-აკრეიდე
Palazzolo Acreide
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 37°04′00″ ჩ. გ. 14°54′00″ ა. გ. / 37.06667° ჩ. გ. 14.90000° ა. გ. / 37.06667; 14.90000
ფართობი 86,34 კმ²
ცენტრის სიმაღლე 670
მოსახლეობა 9 086 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 105,2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0931
საფოსტო ინდექსი 96010
საავტომობილო კოდი SR
ოფიციალური საიტი https://www.comune.palazzoloacreide.sr.it/
პალაცოლო-აკრეიდე — იტალია
პალაცოლო-აკრეიდე

ქალაქის მიმდებარე ტერიტორია ადამიანებით უხსოვარი დროიდანაა დასახლებული. ძვ. წ. XI-X საუკუნეებში აქ სიკულები სახლობდნენ პატარა სოფელში. ძვ. წ. 664 წელს ძველი აკარის ადგილას სირაკუზელებმა პატარა ქალაქი დააარსეს. იგი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც ის აკონტროლებდა კუნძულის სამხრეთ სანაპიროსკენ მიმავალ ბილიკებს. თუკიდიდეს თანახმად, ძვ. წ. 413 წელს სირაკუზელებმა აქ ათენელები დაამარცხეს.

რომაელების მიერ დაპყრობის შემდეგ, ქალაქი civitas stipendiaria გახდა და ყვაოდა ქრისტიანობის გავრცელების ადრეულ წლებამდე.

IX საუკუნის პირველ ნახევარში ძველი ქალაქი სავარაუდოდ არაბებმა დაანგრიეს. ახალი ქალაქი ნორმანული ციხესიმაგრის გარშემო გაშენდა, მაგრამ დიდი ხნის არსებობა არც მას ეწერა — ის 1693 წლის მიწისძვრამ მთლიანად გაანადგურა. მიუხედავად ამისა, აღდგენითი სამუშაოები მომდევნო საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდა.

ეკონომიკა

რედაქტირება

პალაცოლო-აკრეიდეს ეკონიმიკა ძირითადად მიწათმოქმედებას, მსხვილფეხა რქოსანი საქონლისა და ცხვრის მოშენებას ეფუძნება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება