პალასიო ბაროლო
პალასიო ბაროლო — საოფისე შენობა, რომელიც მდებარეობს ავენიდა დე მაიოს 1370-ნომერში. აშენების მომენტში ის სამხრეთი ამერიკის უმაღლესი შენობა იყო. ის არის ელექტიკული სტილის შენობა, რომლის არქიტექტორიცაა მარიო პალანტი.
პალასიო ბაროლო | |
---|---|
ზოგადი ინფორმაცია | |
შენობის ტიპი | საოფისე შენობა |
არქიტექტურული სტილი | Art Nouveau architecture |
ქვეყანა | არგენტინა |
ქალაქი | ბუენოს-აირესი |
მისამართი | Av. de De Mayo 1370 |
კოორდინატები | 34°36′34″ ს. გ. 58°23′09″ დ. გ. / 34.60944° ს. გ. 58.38583° დ. გ. |
დასრულდა | 1923 |
სიმაღლე | 100 |
არქიტექტორ(ებ)ი | მარიო პალანტი |
სართულების რაოდება | 22 |
საიტი | |
1997 წელს შენობას ეროვნული ისტორიული მონუმენტის სტატუსი მიენიჭა.[1]
ისტორია
რედაქტირებაშენობის არქიტექტორი იყო იტალიელი ემიგრანტი მარიო პალანტი. შენობა შეიქმნა დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედიის ინსპირაციით. შენობას აქვს 22 სართული, რომელიც დაყოფილია სამ სექციად. საძირკველი და მიწის ზედა სართული ჯოჯოხეთს განასახიერებს. 1-14 სართულები არის განსაწმენდელი. 15-22 ზეცა. შენობის სიმაღლეა 100 მეტრი, ერთი მეტრი ღვთაებრივი კომედიის თითოეული კანტოსთვის. შენობის სახურავზე შუქურა ჩანს მონტევიდეოდან.
1923 წელს როდესაც შენობა დასრულდა ის მტელს სამხრეთ ამერიკაში უმაღლესი იყო. ქალაქში უმაღლესი შენობის სტატუსი 1935 წელს, კავანაჰის შენობის აშენებამდე შეინარჩუნა. დღეისთვის შენობა ძირითადად საოფისედ გამოიყენება.
ისტორიული სურათები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Mimi Bohm, Buenos Aires, Art Nouveau, Ediciones Xavier Verstraeten, Buenos Aires, 2005.
- Palacio Barolo brochure from a guided tour.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Palacio Barolo Website
- Catalogue of Monuments დაარქივებული 2009-10-20 საიტზე Wayback Machine.
- Photo essay of the palace დაარქივებული 2011-10-27 საიტზე Wayback Machine.
- Pictures დაარქივებული 2020-02-19 საიტზე Wayback Machine.
- Monument to the latin geniuses