პაკარაიმის მთები (პორტ. Serra Pacaraima, ფრანგ. Sierra Pacaraima) — მთები გაიანაში. გადაჭიმულია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბრაზილიისა და ვენესუელის საზღვრის გასწვრივ. აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულებით ვრცელდება 800 კმ-ზე. უმაღლესი მწვერვალია რორაიმის მთა, ზღვის დონიდან 2 810 მეტრზე, რომელსაც გარს აკრავს 300 მეტრიანი კლიფები.

რორაიმის მთა
კაიეტურის ჩანჩქერი

პაკარაიმის მთები ერთმანეთისგან ჰყოფს მდინარე ორინოკოს ხეობასა და ამაზონის აუზს. ასევე, წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს ბრაზილიასთან და ვენესუელასთან.[1] ამ მთებში სათავეს იღებს ბევრი მდინარე, რომლებიც თვალწარმტაცი ჩანჩქერების სიუხვით გამოირჩევიან. მათ შორის სილამაზით განსაკუთრებით გამოირჩევა კაიეტურის ჩანჩქერი.

  1. Pacaraima Mountains. Encyclopaedia Britannica. ციტირების თარიღი: 31 January 2013.