პავლოვსკის მუზეუმ-ნაკრძალი

პავლოვსკის მუზეუმ-ნაკრძალიXVIII საუკუნის დასასრულისა და XIX საუკუნის დასაწყისის სასახლეებისა და პარკების ანსამბლი თანამედროვე სანქტ-პეტერბურგის გარეუბანში. ანსამბლის ცენტრალური ნაგებობაა პავლოვსკის სასახლე, რომელიც იყო იმპერატორ პავლე I-ის საზაფხულო სასახლე.

პავლოვსკის მუუზეუმ-ნაკრძალის სასახლე

სასახლეს ესაზღვრება პარკი 600 ჰა ფართობის მქონე მოედანი, რომელიც განლაგებულია მდინარე სლავიანკის ნაპირებზე. სასახლესა და პარკს აშენებდა არქიტექტორების სამი თაობა 50 წლის განმავლობაში. ეს არქიტექტორები იყვნენ: ჩარლზ კამერონი, ვინჩენცო ბრენა, ჯაკომო კვარენგი, ანდრეი ვორონიხინი და კარლო როსი.

მშენებლობა რედაქტირება

ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 50 წლის განმავლობაში სამ ეტაპად:

  1. დაფუძნება და დაგეგმარება ქალაქგარეთ აგარაკზე ჩარლზ კამერონის მიერ 1782-1796 წლებში.
  2. არქიტექტორ ვიჩენცო ბრენის მიერ აგარაკის გადაცევა იმპერატორის სასახლედ პარკებითა და საზეიმო დარბაზებით.
  3. მხატვრული გაფორმება არქიტეტორების ვორონიხინის, კვარნეგის, როსისა და მხატვარ პიტრო გონზაგოს მიერ.

პავლოვსკის სასახლეს საფუძველი ჩაუყარეს 1782 წლის 25 მაისს. თავდაპირველად მშენებლობა მიმდინარეობდა დემონტირებული ხის შენობის ადგილზე. სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ბრიტანელი არქიტექტორი ჩარლზ კამერონი, რომელიც მუდამ კონფლიქტში იყო პავლე I-თან არქიტექტურულ საკითხებში. მშენებლობა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა და 1782 წლის შემოდგომაზე მთავარი შენობა და კუთხის გალერეა უკვე აგებული იყო.

1796 წელს კორონაციის შემდეგ, იმპერატორი კვლავ განაგრძობდა სასახლის ზომების გაზრდას, ამიტომ სასახლე გადაკეთდა და გაფართოვდა რათა მისთვის უფრო მეტი სიდიადე და პომპეზურობა მიენიჭებინათ. ამ პერიოდში მშენებლობაზე პასუხისმგებელ პირად დაინიშნა კამერონის დამხმარე იტალიელი არქიტექტორი ვიჩენცო ბრენა.

1803 წელს პავლოვსკის სასახლე ხანძარი გაუჩნდა. მომდევნო ორი წელი მის აღდგენას მოანდომეს. 1822-1824 წლებში ააშენეს საბიბლიოთეკო კორპუსი. 1920-იან წლებში ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები სიგიზმუნდ დომბროვსკის პროექტის მიხედვით.

1942-1944 წლებში სასახლე მნიშვნელოვნად დაზარალდა დიდი სამამულო ომის შედეგად. გერმანელებმა სასახლეს ცეცხლი გაუხსნეს[1][2]. 1944 წლის 24 იანვარს სასახლე საბჭოთა ძალებმა გაათავსუფლეს. 1978 წელს დასრულდა პავლოვსკის სასახლის რესტავრაციის პროცესი. 1983 წელს მიენიჭა მუზეუმ-ნაკრძალის სტატუსი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810339000

სქოლიო რედაქტირება

  1. Памятники архитектуры пригородов Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1983. — С. 184. — 615 с.
  2. Лукницкий П.Н. Ленинград действует. — М.: Советский писатель, 1971