პავლოვკის პანტელეიმონის ეკლესია
პავლოვკის პანტელეიმონის ეკლესია (რუს. Пантелеимоновская церковь) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია კრასნოსულინის რაიონის სოფელ პავლოვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას.
პავლოვკის პანტელეიმონის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | პავლოვკა |
სასულიერო სტატუსი | დახურული |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1905 |
გარე სურათები | |
---|---|
პავლოვკის პანტელეიმონის ეკლესია |
მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, კრასნოსულინის რაიონი, სოფელი პავლოვკა.
ისტორია
რედაქტირება1890წელს ხუტორ პავლოვსკის მცხოვრებლებმა თხოვნით მიმართეს დონისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსს, მის ყოვლადუსამღვდელოესობას ხუტორში ეკლესიის აშენების შესახებ წმინდა მოწამე პანტელეიმონის სახელზე. ალექსანდრე III-ისა და მისი ოჯახის მატარებლის ავარიაში გადარჩენის აღსანიშნავად.
გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ეკლესიის მშენებლობა გაგრძელდა 15 წელი. ეკლესია შენდებოდა ხუტორის საზოგადოების ფინანსებით.
ეკლესიის მშენებლობა დასრულდა 1905 წელს, ხოლო ამავე წლის 26 ოქტომბერს აკურთხეს. ახალი ქვის ეკლესია ნაგები იყო აგურით, გადახურული - თუნუქის ფირფიტებით. ეკლესიასთან აგებული იყო სამრეკლო. ეკლესია შემოღობეს რკინის მესრით ცემენტისა და ქვის ფუნდამენტზე. ახლად აგებულ ეკლესიას ჰქონდა ერთი საკურთხეველი, რომელიც აკურთხეს წმინდა პანტელეიმონის სახელზე.
წმინდა სინოდმა შეადგინა ეკლესიის შტატი, რომელშიც შედიოდნენ მღვდელი, მეფსალმუნე, სებისკვერის მცხობელი. ეკლესიის გარშემო დარგეს 12 ალვის ხე, ქრისტეს თორმეტი მოციქულის შესაბამისად.
ეკლესიაში აწარმოებდნენ დაბადების ჩანაწერების წიგნს, ეკლესიაში იყო ბიბლიოთეკა, რომელიც შედგებოდა 50 საეკლესიო წიგნისაგან.
მეორე მსოფლიო ომის წინ ეკლესიაში შეწყდა ღვთისმსახურება. გერმანელთა ოკუპაციის პერიოდში, 1943 წელს ეკლესია გაიხსნა და 1961 წელს კვლავ დაიხურა და ჩამოშალეს გუმბათი. მომდევნო პერიოდში ეკლესიაში განათავსეს კოლმეურნეობის ხორბლის საწყობი. ტაძარი დროდადრო დაძველდა და ჩამოიშალა.
2015 წელს სოფელ პავლოვკაში ადგილობრივი მცხოვრებლების სახსრებით გაიხსნა სამლოცველო სახლი წმინდა პანტელეიმონის სახელზე. სამლოცველო სახლი მდებარეობდა ყოფილი მღვდლის სახლში. აქ გადაიტანეს პანტელეიმონის სახელობის ეკლესიის ხატების ნაწილი. ახალ ეკლესიაში მსახურება მიმდინარეობს საეკლესიო დღესასწაულებზე.
ამჟამად ეკლესიაში მსახურებას ატარებს კრასნი-სულინის ალექსანდრე ნეველის ტაძრის წინამძღვარი ვიქტორი (ლიტვინოვი).
ლიტერატურა
რედაქტირება- Кудрявцев В. История хутора Павловка / В. В. Кудрявцев // Сулинская земля: страницы истории. – Ростов н/Д., 1999. – С.20-27.
- Мякинченко В. Павловка / В. А. Мякинченко // Сулин и сулинцы: слов. – справ. – Красный Сулин, 2002. – С.73, 110.